ფსიქო

სცადეთ! 4 მარტივი ნაბიჯი, რომ კარგი სიზმრები დაგესიზმროთ

სცადეთ! 4 მარტივი ნაბიჯი, რომ კარგი სიზმრები დაგესიზმროთ
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გაგვღვიძებია გულგახეთქილს კოშმარის გამო. ხშირად მოისმენდით რჩევასაც, რომ ცუდი სიზმარი წყალს უნდა მოუყვე და გაატანო. რეალურად, რამდენად ამართლებს ეს გზა? შეიძლება, რომ ვისწავლოთ, როგორ დაგვესიზმროს კარგი სიზმრები?
ბილ დემენტმა, სიზმრების კვლევის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, გაიხსენა სიზმარი, რომელიც მან 30 წლის წინ ნახა. ეს სიზმარი კოშმარი იყო, მაგრამ მან შეცვალა მისი ცხოვრება.

დემენტს დაესიზმრა, რომ ხველა ჰქონდა და ფილტვების რენტგენი გადაიღო. რენტგენს მასთან ერთად უყურებდა მისი მეგობარი რადიოლოგი. დემენტმა დაინახა მრავალი თეთრი
ლაქა მთელ ფილტვებზე - ფილტვის კიბო.
დემენტი შეშინებული იყო, მიხვდა, რომ კვდებოდა და ვერაფერს აკეთებდა. დემენტი სიზმრამდე მწეველი იყო და დღეში ორ შეკვრას ეწეოდა. სიზმრის შემდეგ მას სიგარეტი არასდროს მოუწევია.

დემენტის სიზმარი საშინელი იყო, მაგრამ ეს იყო "კარგი" სიზმარი. ამან შეცვალა მისი ცხოვრება. რა თქმა უნდა, დემენტმა სიზმრამდე იცოდა, რომ სიგარეტი ფილტვის კიბოს იწვევდა, თუმცა სანამ საფრთხე რეალურად არ იგრძნო, მანამდე ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

ჩვენ შეგვიძლია 4 მარტივი წესის გათვალისწინებით შევცვალოთ ჩვენი სიზმრები და კოშმარები სასიამოვნო კადრებით შევცვალოთ. ესენია:

1. საკმარისი ძილი;
2. მოერიდეთ საძილე აბებსა და დამამშვიდებელ საშუალებებს;
3. მოუსმინეთ თქვენს შინაგან მეს;
4. ივარჯიშეთ სიზმრების ინკუბაციის უძველესი ხელოვნებით.

როცა დასაძინებლად მიდიხართ, ნუ იფიქრებთ საკითხზე, რომელიც გაწუხებთ, ნუ შეჩერდებით პრობლემაზე

არსებობს კვლევა, რომ სიზმრების ინკუბაცია ეხმარება ადამიანს პრობლემების გადაჭრაში. ჩვენი გარემო ხშირად გვიბიძგებს, ბედნიერება ზედაპირულად ვეძებოთ, მაგალითად, ალკოჰოლში, ნარკოტიკში... ჩვენ მაყურებლები ვართ - საკუთარ ცხოვრებაშიც კი - და ხანდახან გვაკლია გამბედაობა, რომ მართლა ვიცხოვროთ.

არსებობს არაერთი ტექნიკა, როგორ უნდა გამოვიმუშაოთ კარგი სიზმრების უნარები. რა თქმა უნდა, ეს ის თემაა, რომლის შესწავლაც ნამდვილად ღირს, რადგან ამ უნარმა შესაძლოა ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.

დემენტის სიზმარი უჩვეულო იყო თავისი გამჭვირვალობით. როგორც წესი, სიზმრის გაგებასა და ინტერპრეტაციას გარკვეული შრომა და ფიქრი სჭირდება. სიცხადე შეიძლება იყოს ძლიერი სტრატეგია სიზმარში მიღებული გამოცდილების გასაღრმავებლად.

ზოგიერთ უძველეს კულტურაში, როგორიცაა ტიბეტური ბუდისტური კულტურა, ნათელი სიზმარი იყო სულიერი პრაქტიკა, რომელიც დახვეწილი იყო წლების განმავლობაში სულიერი ვარჯიშითა და მენტორის ხელმძღვანელობით.

ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნათელი სიზმარი ჩაიწერა წმინდა ავგუსტინეს მიერ მეოთხე საუკუნეში. ის აღწერს ნათელ სიზმარს, რომელიც მისმა მეგობარმა გენადიუსმა ნახა.

მასში გენადიუსი, რომელსაც რწმენის კრიზისი აქვს, სიზმარში სიცხადით გაიგებს, რომ ჩვენი ცხოვრება ამ დედამიწაზე სიზმარს ჰგავს მარადიულ სიცოცხლესთან მიმართებით. ნათელი სიზმარი აღადგენს მის რწმენას.

მოუსმინეთ თქვენს სიზმრებს მათი კონტროლის მცდელობის გარეშე

თუ ცდილობთ, აკონტროლოთ თქვენი სიზმრები, სავარაუდოდ, თქვენ დააზიანებთ მათ. იფიქრეთ სიზმრებზე, როგორც შეტყობინებებზე - მოწოდებები ცვლილებისკენ. შეტყობინებები ყოველთვის არ გაბედნიერებთ, მაგრამ მათ შეუძლიათ მოგიტანოთ სულიერი და ფსიქოლოგიური სიმდიდრე. შეასრულეთ ზემოთ მოყვანილი 4 მთავარი ნაბიჯი და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93