ადამიანის შეყვარება იოლია, უფრო რთულია ცოლქმრული ურთიერთობის შენარჩუნება. ეს ისტორიაც ამ ურთიერთობას ეხება.
"ცოტა ხნის წინ ჩემმა გოგონამ მითხრა: ბავშვობაში თქვენ შორის გამუდმებული უთანხმოების გამო, სულ მეშინოდა, არ დაშორებოდით ერთმანეთს. ახლა მიხარია, რომ შეძელით სირთულეების გადალახვა და დღეს ერთად ხართ".
ვიხსენებ წარსულს და ვერ გამიგია, როგორ შევუღლდით: ორი აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის ადამიანებმა როგორ შევძელით ერთად ცხოვრება? საკმარისზე მეტი ფულიც არ გვანიჭებდა სიამოვნებას - პირიქით.
როდესაც ჩემი წიგნის მხარდასაჭერ ტურნეში წავედი, შვებით ამოვისუნთქე. მანამდე არაერთხელ გვისაუბრია განქორწინებაზე. ჩვენი ყოველი სატელეფონო საუბარი
უსიამოვნოდ მთავრდებოდა...
ბოლოს დავრწმუნდი, რომ ქორწინება ჩემი დიდი შეცდომა იყო და მეტი აღარ შემეძლო ასე ცხოვრება. ვერ ვიგებდი, რატომ ვერ შედგა ჩვენი ურთიერთობა, მე ხომ ერთ დროს ხელი ვთხოვე ჩემს საყვარელ გოგოს და მასთან ერთად ვაპირებდი ცხოვრების ყველა სირთულის გადალახვას. ის კარგი ადამიანია, მეც არა მგონია, ცუდი ვიყო, მაშინ რატომ ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა? არც ის ცდილობს რაიმეს შეცვლას...
ერთ დილას ვკითხე ჩემს ცოლს: "რა გავაკეთო, რომ შენი დღე უკეთესი იყოს?" მან გაბრაზებულმა მიპასუხა: "არაფერი". ამის შემდეგ კიდევ ორჯერ დავუსვი იგივე შეკითხვა. მან ცინიკურად მიპასუხა: "გინდა, რამე გააკეთო? დაალაგე სამზარეულო". მან ნიშნის მოგებით მითხრა, მე კი ავდექი და ის გავაკეთე, რაც მითხრა.
მეორე დღეს იგივე კითხვა დავუსვი. პასუხი იყო: "დაალაგე ავტოფარეხი". მან იცოდა, რომ სწორედ იმ დღეს სამსახურში ბევრი საქმე მქონდა და ამიტომ დამავალა ეს საქმე. უკმაყოფილების გამოხატვის მაგივრად, უხმოდ დავალაგე ფარეხი...გაგრძელება