წერილში წერდა, რომ წასვლა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ვუყვარდი. ჩემმა ეჭვიანობამ დაღალა და დაშორების გადაწყვეტილება მიიღო - ამბავი, რომელიც გაგაოგნებთ - Marao

წერილში წერდა, რომ წასვლა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ვუყვარდი. ჩემმა ეჭვიანობამ დაღალა და დაშორების გადაწყვეტილება მიიღო - ამბავი, რომელიც გაგაოგნებთ

2022-03-12 23:35:40+04:00


ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა. ჩემი მივლინების დრო იწურებოდა და სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ვიყიდე ბილეთი და გადავწყვიტე, ქალაქში გამევლო, 3 საათი თავისუფალი დრო მქონდა. უცებ ქუჩაში ქალი მომიახლოვდა. მაშინვე ვიცანი. ეს იყო ჩემი პირველი ცოლი, რომელსაც 12 წლის წინ დავშორდი. საერთოდ არ იყო შეცვლილი, თუ არ ჩავთვლით მის სიფერმკრთალეს. ეტყობოდა, რომ აღელდა ისევე, როგორც მე. ზომაზე მეტად მიყვარდა და ამიტომაც დავშორდი. ვეჭვიანობდი ყველაზე, დედაზეც კი. საკმარისი იყო, ცოტათი დაეგვიანა სახლში მოსვლა, რომ ჩემი გული გამალებით იწყებდა ფეთქვას და მეგონა, რომ სადაცაა მოვკვდებოდი. ბოლოს და ბოლოს ის წავიდა ჩემგან, ვერ გაუძლო ჩემს ყოველდღიურ დაკითხვებს: სად იყავი, ვისთან და რატომ. ერთხელაც სამსახურიდან ხელში პატარა ლეკვით დავბრუნდი. მინდოდა გამეხარებინა ჩემი საჩუქრით. სახლში არავინ იყო, მაგიდაზე კი წერილი დავინახე.

წერილში წერდა, რომ წასვლა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ვუყვარდი. ჩემმა ეჭვიანობამ დაღალა და დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. მთხოვდა პატიებას და მევედრებოდა - არ მეძებნა...

და აი, 12 წლის შემდეგ შემთხვევით შევხვდი მას. დიდხანს ვისაუბრეთ. საათს დავხედე. მალე ჩემი ავტობუსი გადიოდა. „მაპატიე, უნდა წავიდე, დამაგვიანდება“.

მან მითხრა: "ვიცი, რომ გეჩქარება, მაგრამ ძალიან დამავალებ თუ ერთ დაწესებულებაში გამომყვები, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო იქ ვერ წავალ“.

რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ვუთხარი:

„ოღონდ ჩქარა!“ შევედით დიდ შენობაში, გადავდიოდით ერთი ფლიგელიდან მეორეში, ავდიოდით და ჩავდიოდით კიბეებით. გვერდს გვივლიდნენ ყველა ასაკის ადამიანები, დაწყებული ბავშვებიდან, ღრმა მოხუცებით დამთავრებული. ბოლოს მიადგა კარს, გააღო და თითქოს მემშვიდობებაო, მითხრა: “საოცარია პირდაპირ. მე ვერ შევძელი შენთან ერთად ცხოვრება, მაგრამ უშენობაც გამიჭირდა“.

თითქოს დამემშვიდობა და კარი მიიხურა. ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა, მაგრამ ის არ ბრუნდებოდა.

უცებ გამახსენდა ჩემი ავტობუსი. როდესაც გარშემო მიმოვიხედე, შემეშინდა. შენობა, სადაც ვიმყოფებოდი, მიტოვებულს ჰგავდა...გაგრძელება