ხშირად რთული გასაგებია, რომ ხანდაზმული მშობლები აღარ არიან იგივე დედა და მამა, რომლებიც ჩვენთან ერთად ლაშქრობდნენ, ცრემლებს იწმენდდნენ საბავშვო ბაღში ზეიმზე ჩვენს გამოსვლებზე ან სკოლის დამთავრებისას. ისინი განსხვავებულები არიან და შვილები მათ სხვაგვარად უნდა მოექცნენ.
ქალი ორმოცდაათი წლის იყო. აქტიური, ხალისიანი, წარმატებული - მან წარმატებას მიაღწია ყველაფერში, რაც წამოიწყო: ოჯახი, ბიზნესი, მეგობრობა... მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა - მშობლები.
ისინი რატომღაც ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად და აშკარად დაბერდნენ. აქტიურები და ხალისიანები გადაიქცნენ წყნარ ადამიანებად. როდესაც ქალი მშობლების სახლში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა სულით, გეგმებით და იმედებით, ისინი შეხვდნენ მას როგორც უცნობ ადამიანს, გადაღლილი სახეებით და მშრალი საუბრებით.
ის მივიდა მაცივართან, აიღო დიდი ხნის გამხმარი და ამჟავებული საკვები, წავიდა ბაზარში და მაცივრის თაროები ახალი ქილებით შეავსო.
კარადასთან მივიდა, ახალი ნაყიდი ტანსაცმელი დაკეცა და მშობლებისთვის განკუთვნილ თაროებზე დაალაგა.
მისი მშობლები გაყინული მზერით უყურებდნენ შვილს, აშკარა იყო, რომ მის მოქმედებებს არ ეთანხმებოდნენ.
და როდესაც კვირა-ნახევრის შემდეგ ქალი ისევ მივიდა მათთან, საკვების ქილები ხელუხლებელი დახვდა. გვერდით კი შარშანდელი ხახვისა და კომბოსტოს წვნიანი შენიშნა. მშობლებმა კომბოსტოს წვნიანი გააცხელეს და შვილს მიართვეს.
მამა მას საყვარელი შარვლით და პერანგით შეხვდა, იდაყვებზე არსებული ნახვრეტებიდან კანი უჩანდა, დედა კი მის ძველ, შალის კაბაში იყო გამოწყობილი, შვილის ნაყიდი ახალი ტანსაცმელი ისევ კარადის თაროებზე ელაგა.
ერთ დღეს ქალმა ვეღარ გაუძლო, დედამისის ზამთრის ქურთუკს ხელი მოკიდა და სანაგვეში გადააგდო.
ერთი წლის შემდეგ დედა გარდაიცვალა. ქალიშვილს, რომელიც კარადაში დედის ტანსაცმელს ახარისხებდა, შეკვრა შეხვდა. შორს, კარადის სიღრმეში, ლამაზად დაკეცილი ქურთუკი ეგდო, რომელიც ერთ დროს სანაგვეში თავად ისროლა.
ეს ამბავი ერთმა სტუდენტმა მომიყვა. მისი მოსმენისას გული ჩამწყდა - ეტყობოდა, ჩემს შეცდომებზე მიმანიშნებდა, რომლებიც მშობლებთან ურთიერთობის დროს დავუშვი. შვილებმა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი მშობლები დამოუკიდებელი ადამიანები არიან, რომლებიც იცვლებიან და რომლების გადაწყვეტილებებსაც პატივი უნდა ვცეთ.

"ჩემი ყოფილი შეყვარებული ალბათ ძალიან ნანობს... მისი ერთი უბრალო საჩუქრით მე სახლი ვიყიდე"
ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ