სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ხშირად ეხმაურება აქტუალურ თემებს, რომლებიც ქვეყანაშია. ამჯერად ოჯახური ძალადობის თემაა წინ წამოწეული და სამწუხაროდ, ეს თემა საზოგადოებაშიც მუდამ აქტუალურია. ამიტომაც არის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის, კატოსა და მის მიერ ნაპოვნი "იდეალური მამაკაცის" სცენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მაყურებლები ძალადობის სცენას სერიალის "ფეისბუქგვერდზეც" გამოეხმაურნენ. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
- შეურიგდება! ზუსტად რეალობაა გადმოცემული, რაც ხდება და რამდენი ქალია ძალადობის მსხვერპლი საქართველოში!
- ახლა ამის მერე რომ შეურიგდება და ისევ დაუთმობს, ის ემართება ქალების უმრავლესობას დღეს რეალობაში. სამწუხაროდ!
- მსგავს რეალობაში დღეს ბევრი ქალია;
- ცხოვრობს უმიზეზოდ მოძალადე კაცების გვერდით. თუ ვინმეს ამ კადრებზე გაეცინა ან თვლის, რომ ეს უბრალოდ სერიალია და გამოგონილი სიუჟეტი, ძალიან ცდება;
- ქალების ძალიან დიდი ნაწილის ყოველდღიურობა, რომელიც მკვლელობით სრულდება.
იხილეთ სრულად