ფსიქო

როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს მეგობარ ბიჭს სხვა გოგონები არ ეფლირტაონ

როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს მეგობარ ბიჭს სხვა გოგონები არ ეფლირტაონ
თუ გაღიზიანებთ, რომ სხვა გოგონებმა დაიწყეს თქვენს მეგობარ ბიჭთან ფლირტი, ჯერ ობიექტურად უნდა შეაფასოთ სიტუაცია. დაფიქრდით, ეს მარტო გოგონების ბრალია თუ თქვენს ბიჭსაც მიუძღვის ბრალი ამ ყველაფერში? დასკვნებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ გოგოს ან თქვენს მეგობარ ბიჭს.

  • შეხედეთ სიტუაციას სხვა მხრიდან. ჩვეულებრივ, როცა საქმე ფლირტს ეხება, ორივე მათგანი მონაწილეობს. გოგონა შეიძლება ინიციატორი იყოს თქვენს მეგობართან ფლირტაობაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბიჭს შეუძლია მას მინიშნებებიც მისცეს. დიდი ყურადღება მიაქციეთ მათ კომუნიკაციას, რათა ნახოთ, ეს ცალმხრივი ფლირტია თუ არა.
    ამ სიტუაციის ანალიზის არსი არის იმის გაგება, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამგვარ სიტუაციას. როგორც კი გაიგებთ, ვინ ეფლირტავება, უნდა დაიწყოთ გარკვეული მოქმედებები.
  • თუ თქვენი პრობლემის მიზეზი სხვა გოგოა, ყურადღება გაამახვილეთ მასზე. არ არის საჭირო უხეშობა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ გოგონას ქცევაზე დახვეწილი, მაგრამ მნიშვნელოვანი მინიშნებებით, მაგალითად, შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ მას მკაცრად და აწიოთ წარბები ისე, რომ მიხვდეს, რომ არასწორად იქცევა.

  • მკაცრად შეხედეთ გოგონას. უმარტივესი გზა გოგონას მინიშნებისთვის, რომელიც ეფლირტავება თქვენს მეგობარ ბიჭს, არის ის, რომ მას ისე შეხედოთ, როგორც დამნაშავეს. უბრალოდ ჩუმად და ღიმილის გარეშე უყურეთ მას, სანამ ფლირტს არ შეწყვეტს. თუ გოგონამ ვერ გაიგო თქვენი მინიშნება, უნდა გადახვიდეთ სხვა ქმედებებზე.
  • დაჯექით ბიჭის გვერდით. როცა მეორე გოგონა მასთან ფლირტს დაიწყებს, აჩვენეთ, რომ ეს ბიჭი უკვე დაკავებულია. ჩაეხუტეთ მას მხარზე ან ხელი ჩაკიდეთ მას. შეგიძლიათ თავი მხარზეც დაადოთ. ეს მინიშნები გოგონას დაანახებს, რომ უკან დახევის დროა.

წაიკითხეთ სრულად


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93