- სამუშაო
- სწავლა
- ოჯახი
- დასვენება
- გართობა
#1: "ლამაზი ვარ?"
ეს კოშმარული კითხვაა გრძნობების უეცარი გამოცდის თვალსაზრისით. თქვენ მასზე ასჯერ მიგიღიათ დადებითი პასუხი სიტყვებით და მოქმედებებით და მისი ხელახლა კითხვა, თუნდაც სასაცილო, გულუბრყვილო
#2: "ოდესმე მომატყუებ?"
გიყვართ, ენდობით ერთმანეთს, პატივს სცემთ შეთანხმებებს იმის შესახებ, თუ რა არის მისაღები თქვენს წყვილში და რა არა - და ბედნიერი იყავით ამით. ღალატი წინასწარ დაგეგმილი არასდროსაა. ამიტომ დაფიქრდით, რას ელით ამ კითხვის პასუხად?
#3. „ვარ საუკეთესო შენს ცხოვრებაში?“
თუკი ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრების გატარება თქვენთან ერთად სურს, ნუ დაღლით მას თქვენი ეჭვებით. ეცადეთ, ენდოთ მას და დარწმუნებული იყოთ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. ურთიერთობას ხომ ორი ადამიანი ქმნის და იქნებით თუ არა საუკეთესო, ეს თქვენზეცაა დამოკიდებული.
#4. „თუ მე საუკეთესო ვარ, ვინ არის მეორე ადგილზე?“
ეს ყველაზე სულელური კითხვაა, რისი დასმაც პარტნიორისთვის შეიძლება. ამით გააღიზიანებთ მასაც და საკუთარ თავსაც.რეიტინგის მოსმენა კი სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. ამიტომ ეცადეთ, მსგავს კითხვებს თავი აარიდოთ, რაც უნდა აინტერესებდეთ მათზე პასუხი.
#5: "გიყვარვარ?"
მან უკვე ისაუბრა ამის შესახებ, თანაც ბევრჯერ… კიდევ ერთხელ, ნუ დაუსვამთ უაზრო კითხვებს, რომლებიც მიანიშნებენ კონკრეტულ პასუხზე, არამედ პირდაპირ თქვით, რომ გსურთ გაიგოთ „მიყვარხარ“. და თუ მართლა ეჭვი გეპარებათ, მით უმეტეს, რატომ სვამთ ამ კითხვას? მაშინ სხვაგვარად უნდა იმოქმედოთ.
#6: "მე რომ მოვკვდე, სხვაზე დაქორწინდებოდი?"
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ზღვის სანაპიროზე ნებივრობთ, მზის სხივები ნაზად ეხება თქვენს კანს, ხელში გემრიელი კოქტეილით წევხართ და ფიქრობთ, რა მშვენიერია ცხოვრება. ამ დროს კი ვიღაც მოდის და გეუბნებათ, რომ თქვენ ოდესმე მოკვდებით. ეს კითხვა სწორედ ამ სიტუაციას ჰგავს, რადგან არავინ იცის, რა იქნება ხვალ, უმჯობესია, თუ დატკბებით დღევანდელი დღით.