ფსიქო

"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებითაც ცხოვრებას შეცვლით

"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებითაც ცხოვრებას შეცვლით
"შემისწავლე ისე, როგორც გსურს, მაინც ვერ გეცოდინები,

რადგან ასგვარად განვსხვავდები იმისგან, როგორადაც შენ მხედავ.

გამოიხედე ჩემი თვალებიდან

და აღმიქვი ისე, როგორც მე აღვიქვამ საკუთარ თავს,

რადგან ვირჩიე იმ ადგილზე ყოფნა, რომლის გარედან დანახვასაც ვერ მოახერხებ" - რუმი

ჯალალ ედ დინ მუჰამედ ბალხი, რომელიც რუმის სახელით არის ჩვენთვის ცნობილი, მეცამეტე საუკუნის სპარსელი პოეტი, იურისტი, თეოლოგი, სუფი მისტიკოსი გახლდათ. მისი ნაწერები იმხელა სიბრძნით არის სავსე, ადამიანის მენტალობის სრული გარდაქმნა შეუძლია. გთავაზობთ მის 25 გაკვეთილს, რომლებიც სულ სხვაგვარად
დაგანახებთ ცხოვრებას!
  • ნუ იქცევი ისე, თითქოს არარა იყო. შენ სამყარო ხარ გახელებულ მოძრაობაში
"შენ დაიბადე პოტენციალით. შენ დაიბადე სულგრძელობით და რწმენით. შენ იდეალებითა და ოცნებებით მოხვედი ამ ქვეყანაზე. თან ფრთები მოგყვა. შენ არ ხარ ფორთხვისთვის გაჩენილი და ნუ ფორთხავ! ისწავლე ფრთების გამოყენება და იფრინე!"

"უცნაური რამე ხარ. მზის ენერგიით ხარ სავსე, თუმცა ხერხემალში გამომწყვდეულს ინახავ. ოქრო ხარ, რომელსაც სურს ქურაში, ცეცხლზე დამდნარი დარჩეს, რომ მერე მონეტებად არ იქცეს და არ დახურდავდეს."

"რატომ უნდა დავრჩე ჭის ფსკერზე, როცა ხელებში მტკიცე თოკი მიჭირავს?"

"გახდი ზეცა. დასცხე ნაჯახი ციხის კედლებს. თავი დააღწიე!"

"იცი, რა ხარ? ღვთიური წერილის მანუსკრიპტი. სარკე, რომელიც დიდებულ სახეს ირეკლავს. სამყარო შენ გარშემო არ არის, შიგნით ჩაიხედე, საკუთარ სიღრმეში. ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ."
  • შენი ვალია იცხოვრო ისე, როგორც შენთვის აქვს აზრი და არა სხვებისთვის!
"ხელი მოჰკიდე უზარმაზარ, გიჟურ პროექტს… როგორც ნოემ. სულერთია, რას იფიქრებს შენზე ხალხი."
  • არასოდეს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა
"როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენ წინააღმდეგაა, როცა ისე გიმძიმს, გგონია, რომ შემდეგ წუთს უკვე ვეღარ აიტან, არ დანებდე! რადგან ეს სწორედ ის დრო და ის ადგილია, საიდანაც კურსი უნდა აიღო!"

"მწუხარება სიხარულისთვის გამზადებს. ის მხეცურად გამოგვის ხოლმე სახლიდან ყველაფერს, რაც აღარ გჭირდება, რათა სიხარულისთვის ადგილი გამოათავისუფლოს. შენი გულის ტოტებს ველურად არხევს, ძირს ყრის და ქარს ატანს ყვითელ ფოთლებს, რომ მათ ნაცვლად მწვანე, ცინცხალი ფოთლები გაიკვირტოს. ის დამპალ ფესვებს თხრის, რომ მათ მიღმა ჩამალულ ჯანსაღ თესლს ზედაპირზე ამოსვლის და აყვავების საშუალება მისცეს. მწუხარება მხოლოდ იმას გგლეჯს და გართმევს, რისი ადგილიც უკეთესმა უნდა დაიკავოს."

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93