თანამედროვე ცხოვრებამ ასე მოიტანა: ქალები უფრო მეტად აღწევენ წარმატებას ვიდრე მამაკაცები.
კარიერული წინსვლა და გარეგნობა არ ნიშნავს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებს პირადულშიც უმართლებს. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ფინანსურად დამოუკიდებელი, ლამაზი და ამავე დროს მარტოხელა ქალია.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ქალები უფრო მომთხოვნი გახდნენ? თუ მამაკაცები უფრთხიან ძლიერ ქალბატონებს? მოდით გავიგოთ რამდენიმე ფაქტის შესახებ:
- ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცის შიში, დაკავშირებული უარის თქმასთან. ზოგიერთი ქალი მათ მიუწვდომელი და ამაყი ჰგონიათ, ამიტომ ზოგი არც კი ცდილობს ასეთ ქალთან მიახლოებას. მამაკაცები ფიქრობენ, რომ ლამაზი ქალები "გულს გაუტეხენ".

- ბევრი მამაკაცი ფიქრობს, რომ ძლიერი, წარმატებული ქალბატონების ფონზე "არ გამოჩნდებიან", ეს ერთგვარი შურია, მამაკაცებს არ სურთ მასზე მეტად წარმატებული ქალები. ეს ძირითადად წარუმატებელი მამაკაცების ფობიაა. მეორე მხრივ, მამაკაცების სურთ, რომ ქალის მთელი ყურადღება ეკუთვნოდეთ.

- ერთ-ერთი მცდარი აზრი ლამაზი ქალბატონების შესახებ ასეთია: ისინი ცუდი დიასახლისები არიან, არ შეუძლიათ საჭმლის მომზადება, დალაგება ან შვილის გაზრდა. მათ მხოლოდ მაკიაჟის კეთება ეხერხებათ... :) (სასაცილოა არა?)
წაიკითხეთ სრულად