ყველა ოჯახს არ აქვს განზრახული ცალკე ცხოვრება. ზოგჯერ ცოლ-ქმარს სახლის გაზიარება მშობლებთანაც უწევს.
თუ დედამთილთან ერთად გადაწყვიტეთ ცხოვრება, ალბათ რძალ-დედამთილის ურთიერთობის შესახებ არაერთი მითიც გექნებათ გაგონილი. ჯობს, ეს მითები დაივიწყოთ და მიიღოთ ის, როგორც ოჯახის წევრი და, ამასთან, აუცილებლად დაიცვათ საზღვარი, პირადი სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს თანაბრად სჭირდება.
სახლის გაყოფა სხვა ადამიანთან, რომელიც განსხვავებულ თაობას მიეკუთვნება და რომლის პიროვნებაც სრულიად განსხვავებულია, წარმოადგენს მოთმინებისა და დიპლომატიის მთავარ გამოცდას. ასე რომ, მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენ და თქვენი დედამთილი სრულიად განსხვავებული პიროვნებები ხართ. მიუხედავად ამისა, ნუ მოგერიდებათ, გადადგათ ნაბიჯი ურთიერთობის სწორად ასაწყობად, მისი ხასიათის გასაგებად... არ ჩათვალოთ, რომ ბედს უნდა მიენდოთ და ყველაფერი თავისით აეწყობა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობა, მათ შორის, ოჯახის წევრებთან, დიდ შრომას, მონდომებასა და სიყვარულს მოითხოვს. ეს კი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა აღიაროთ და გაიაზროთ.
სანამ ახალ სახლში გადახვალთ, ესაუბრეთ თქვენს ქმარს ფინანსურ საკითხეზე. აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა გესმოდეთ, როგორ მართავს ოჯახი ფინანსებს, ვინ რას იხდის, რა ფინანსურ ხარჯებს მოელიან თქვენგან. განსხვავება ასაკში, გემოვნებასა და საჭიროებებში, სავარაუდოდ, გამორიცხავს ერთიანი ბიუჯეტის არსებობას. ამიტომ ეცადეთ, რომ ეს საკითხი მშვიდად და უმტკივნეულოდ მოაგვაროთ და ურთიერთობაც უფრო მარტივი გახდება.
ასე რომ, გახსოვდეთ, კარგი კომუნიკაციის თავსა და ბოლოში დგანან ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს, შესაძლოა. არ ეთანხმებიან გარკვეულ საკითხებში, თუმცა ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს და ცდილობენ, ურთიერთობა მაქსიმალურად სასიამოვნო გახადონ.
