ფსიქო

მესამე შვილზე ვიყავი ორსულად, როცა ქმარმა გამომიცხადა, რომ სხვა შეუყვარდა და წავიდა

მესამე შვილზე ვიყავი ორსულად, როცა ქმარმა გამომიცხადა, რომ სხვა შეუყვარდა და წავიდა
ეკატერინეს ისტორია ალბათ ბევრ ქალს ეცნობა, ზოგს საკუთარ თავზე გამოუცდია, ზოგს - სხვისგან გაუგია. სამწუხაროდ, ოჯახების დანგრევის სტატისტიკა მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ამის მიზეზი კი, ცხადია, ინდივიდუალური და განსხვავებულია. ეკატერინეს ისტორიაც ამ სტატისტიკის ნაწილია:

როგორ ვიცხოვროთ ქმრის გარეშე

ჩემი ცხოვრება სავსეა ირონიით. ვიყავი გოგონა პროვინციიდან, რომელიც სამსახურსა და წარმატებაზე ოცნებობდა. პარტნიორზე არც მიფიქრია, როცა ჩემს ცხოვრებაში უნივერსიტეტში სწავლის დროს ერთი ბიჭი გამოჩნდა.

უნდა ვაღიარო, რომ სანამ ცოლად გავყვებოდი, ბევრს ვფიქრობდი, მეჩვენებოდა, რომ ოჯახისთვის არ
ვიყავი შექმნილი. მაგრამ ალექსიმ გადამარწმუნა. მას არ უნდოდა, რომ მემუშავა. იდეალურ დიასახლისად და მომავალ დედად მხედავდა. ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ დავორსულდი. ჩემი კარიერა დავივიწყე და დედობის შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე.

ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ დავიწყე იმის შემჩნევა, რომ მე და ალექსი ერთმანეთს ვშორდებოდით. მაგრამ მაშინ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ამის დრო არც მქონდა, რადგან მოულოდნელად ისევ დავორსულდი. მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ დედობა ყველაზე დიდი სიხარული იყო. მიუხედავად ამისა, ვხვდებოდი, რომ მეორე შვილისთვის მზად ჯერ არ ვიყავი. როცა ვთქვი, რომ ორსულობის შეწყვეტა მსურდა, ჩემს ქმარს ცოტა დააკლდა, რომ ჩემზე ხელი აეწია.

დროთა განმავლობაში რაღაცნაირად შევეგუე ყველაფერს. გამიხარდა, როცა შემატყობინეს, რომ გოგო გვეყოლებოდა. ვაჟი და ქალიშვილი - კიდევ რაზე შეიძლება იოცნებონ ახალგაზრდა მშობლებმა? ასევე გამიმართლა, რომ ფულის პრობლემა არ გვქონდა.

ახლა ჩემი შვილი 9 წლისაა, ჩემი ქალიშვილი - 8-ის. მე ისევ ორსულად ვარ. წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილი დედა გავხდი. თუმცა სამსახური არასდროს მქონია. ჩემი ქმარი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ბავშვებთან ერთად სახლში ვყოფილიყავი.
მესამე შვილს არ ვგეგმავდით. და როგორც ჩანს, ყველა ზომა იქნა მიღებული, მაგრამ ღმერთმა უკეთ იცის, რა და როგორ უნდა მოხდეს.

ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა წლების განმავლობა ნელ-ნელა უახლოვდებოდა დასასრულს, თუმცა ბოლო თვეები ნამდვილ წამებას ჰგავდა.
ალექსი იშვიათად მოდიოდა სახლში, გამუდმებით მატყუებდა. მე მხოლოდ სიმართლის მოსმენა მინდოდა. ნელ-ნელა მისმა ნივთებმა სახლიდან გაქრობა დაიწყო. ბოლოს კი მოვიდა და თქვა, რომ მიდის.

მას სხვა ქალი შეუყვარდა და ჩვენთან ცხოვრება აღარ შეუძლია. არ მინდა დეტალებში შესვლა. ახლა ამას აზრი არ აქვს. ჩემი ქმარი წავიდა, მაგრამ თქვა, რომ ბინას მე და ბავშვებს გვიტოვებდა. სამსახური არ მაქვს და არც ის ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ახლა ვხვდები, რომ მართალი ვიყავი, როცა გათხოვება არ მინდოდა. ალექსიმ დამარწმუნა, რომ ნამდვილ სიყვარულს შევხვდი, თუმცა ესეც დასრულდა...

ორი შვილი მყავს, მესამეს ველოდები, ვცხოვრობ სახლში, სადაც არც დენი გვაქვს, არც გაზი... რატომ გადაწყვიტა ჩემმა ქმარმა ჩვენი მიტოვება?!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93