შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება მარტივი მეთოდებით? ნეიროქიმიისა და ნეირომეცნიერების ამერიკელი პროფესორი ჯო დისპენზა ფიქრობს, რომ შესაძლებელია. მან შეიმუშავა ტექნიკა, რომელიც გვეხმარება სტერეოტიპებთან ბრძოლასა და აზროვნების შეცვლაში.

თითოეული ჩვენგანი მიჩვეულია დილით გარკვეული მოქმედებების შესრულებას და მათ თანმიმდევრობით აკეთებს. ხშირად ჩვენ ვმუშაობთ ნახევრად ავტომატურად, რობოტების მსგავსად. შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი ყოველდღიური რუტინა. თუნდაც შეცვალეთ სამსახურამდე მისვლის გზა. ჩამოდით ერთი-ორი გაჩერებით ადრე, წადით სხვანაირი გზით და სხვა თვალით შეხედეთ თქვენს ქალაქს.
ყურადღება მიაქციეთ იმ პესიმისტურ აზრებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გიპყრობთ. როგორც კი საკუთარ თავს შთააგონებთ, რომ „ძნელია, ეს შეუძლებელია“, ან გაიხსენებთ ძველ წყენას, მიხვდებით, როგორ გიშლით ხელს ეს აზრები, რომ ეფექტურად იმუშაოთ და მიაღწიოთ მიზნებს. იფიქრეთ პოზიტიურად, რომ თქვენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ და თავადაც ნახავთ, რამდენი ახალი შესაძლებლობა გაჩნდება.
- იპოვეთ რწმენა საკუთარ თავში
ხშირად ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სხვადასხვა პრაქტიკა მათ არ ეხმარებათ, თავიდანვე არ სჯერათ, რომ წარმატებას მიაღწევენ...
გაგერძელება