ფსიქო

როგორ დავამარცხოთ გარეგნობისა და "შინაბერას" კომპლექსები?

როგორ დავამარცხოთ გარეგნობისა და "შინაბერას" კომპლექსები?

კომპლექსი ისეთი რამ არის, რომელიც ჩვენი პლანეტის თითქმის მთელ მოსახლეობას აწუხებს. ალბათ გამონაკლისს არც თქვენ წარმოადგენთ. პირველ ყოვლისა, საჭიროა გაერკვეთ, რამდენად სერიოზულია თქვენი კომპლექსები.



თქვენთვის ხალხის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, წინასწარ განიცდით და ნერვიულობთ იმაზე, თუ რა შთაბეჭდილება შეექმნება თქვენზე ადამიანებს;
არაადეკვატურად რეაგირებთ სხვა ადამიანების ქცევებსა თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე;

შეგრძნება გაქვთ, რომ სხვებს ყველაფერი გამოუვათ, თქვენ კი უსუსური და სუსტი ხართ;
ხშირად გეუფლებათ უხერხულობა, დაბნეულობა. არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, განსაკუთრებით, რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას,
რომელიც სხვა ადამიანების მიერ იქნება შეფასებული;

თუ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა ტანჯვის ტოლფასია;

მოკლედ, არსებობს უამრავი კომპლექსი, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შევეხოთ:

1. საკმაოდ გავრცელებულია გარეგნობის კომპლექსი, ანუ როდესაც ადამიანი თვლის, უფრო სწორად, თავად ჰგონია, რომ უშნო და შეუხედავია. ეს ნიშნავს ფიზიკური ნაკლის გადაჭარბებულად აღქმას და თავისთავად კომპლექსს წარმოადგენს. ზოგადად, კომპლექსები ბავშვობიდან იღებს სათავეს და ამაში ხშირად მშობლებიც არიან გარეულნი.

თუმცა მხოლოდ მშობლების დადანაშაულებაც არ შეიძლება: ყველა მშობელს საუკეთესო უნდა შვილისათვის და უფრო ხშირად ისინი გაუცნობიერებლად ხდებიან ბავშვებში კომპლექსების ჩამოყალიბების ხელშემწყობნი. ფსიქოლოგების აზრით, ქალები უფრო დაკომპლექსებულები არიან, ვიდრე მამაკაცები.
reclama

უშნო ქალები არ არსებობენ! არსებობენ ქალები, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი არ იციან. ნებისმიერი ქალი განუმეორებელია. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ ღირსებების წარმოჩენა ისე, რომ ნაკლი დაიფაროს. და თუ მაინც რაღაც უკიდურესად არ მოგწონთ საკუთარ გარეგნობაში, მიმართეთ ფსიქოლოგს, კოსმეტოლოგს, ფიტნეს-მწვრთნელს და პლასტიკურ ქირურგსაც კი.

2. სიბერის კომპლექსი. ზოგი ქალი, რომელმაც გადააბიჯა 40 წელს, შეიძლება დახურული კარის კომპლექსის მსხვერპლი გახდეს. ეს არის ასაკის შიში, რომელთან ერთად ქალი თითქოსდა კარგავს სილამაზეს, მომხიბვლელობას... გამოსავალი ყოველთვის არსებობს. აიძულეთ საკუთარი თავი და ირწმუნეთ, რომ ნებისმიერ ასაკს თავისი დადებითი მხარეები აქვს. აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ძალა და შეეცადეთ, იპოვოთ ეს პოზიტიური მხარეები.

მიბაძეთ ვარსკვლავებს, ყველა მათგანი ასაკშიც კი ძალიან მომხიბვლელია. ასე რომ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მოუარეთ თავს და თავად დარწმუნდებით, რომ ასაკი ბარიერი არ არის; თანაც, გული ხომ არასდროს ბერდება...

3. გაუთხოვრობის კომპლექსი ხშირად იმ ქალებს აწუხებთ, რომლებსაც  დაუგვიანდათ  ოჯახის შექმნა. თან გარშემომყოფებიც მოსვენებას არ აძლევენ გაუთავებელი დარიგებებით და უტაქტო შეკითხვებით. ქალიც იკეტება საკუთარ ნაჭუჭში და დეპრესიული ხდება. ასეთი ზეწოლის ფონზე ის უკვე მზად არის, ნებისმიერ შემხვედრს დაუკავშიროს ბედი და ჩაახშოს მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი.

ძვირფასებო, ნუ დაითრგუნავთ თავს, ოჯახის შექმნა გვიანი არასდროს არის, თუ აქამდე ვერ იპოვეთ, მშვიდად დაელოდეთ ღირსეულ პიროვნებას, რომელიც გაგაბედნიერებთ. ცნობისმოყვარე კეთილისმყოფელებს კი შეკითხვაზე პირდაპირ უპასუხეთ, რომ არ ხართ იმ თავქარიანთა რიცხვში (ეს ისე, მათ ჯინაზე, თორემ შეურაცხყოფას არავის ვაყენებთ), რომლებიც 15-16 წლის ასაკში ქმნიან ოჯახს.

4. ასევე, არსებობს შინაბერასა და კონკიას კომპლექსები. ორივე ამ კომპლექსთაგანი ასახავს ზღაპრული პრინცის პასიურ მოლოდინს. ქალები ფანტაზიის დახმარებით ადგენენ ურთიერთობების განვითარების იდეალუღ სცენარს, სადაც რეალური პიროვნებებისთვის როლები არ არის.

5. იქნებ ვერ იტანთ მამაკაცების მოდგმას? იმიტომ ხართ მარტო? ასეთ სულიერ მდგომარეობას ფსიქოლოგები კლეოპატრას კომპლექსს უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, კლეოპატრა მას შემდეგ, რაც ღამეს გაატარებდა მამაკაცთან, სიკვდილით სჯიდა მას. გეთანხმებით, რომ ბევრი მამაკაცი დიდ ტკივილს ანიჭებს ქალებს, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს, რომ ზოგადად, ყველა მამაკაცი გძულდეთ.

6. შეწყვიტეთ მსხვერპლის როლის თამაში! ამ კომპლექსით შეპყრობილებს ჰგონიათ, რომ არავის უყვართ, სათანადოდ არ აფასებენ და მსხვერპლის როლს ირგებენ და ცდილობენ ამ გზით მოიპოვონ მეტი ყურადღება და მხარდაჭერა. იყავით ის, რაც ხართ და ბევრად უფრო დაფასებული იქნებით ახლობლების და მეგობრების მხრიდან.
reclama

თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
ქათია
გეთანხმებით გოგოებო
16:59 / 14-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინია
შენ გაიხარე მაკო,ასაკი რა სალაპარაკოა?ქალს ის მხოლოდ თავდაჯერებულობას, გამოცდილებასა და მომხიბვლელობას სძენს:)ჭკვიანი ქალი პირველ რიგში აფასებს ჰარმონიას ურთიერთობაში და სიმშვიდეს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ყველა ქალი ვალდებულია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ისე მოიქცეს, როგორც მას ნამდვილად უნდა:)უნდა დატკბეს ცხოვრებით...
23:43 / 19-01-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93