ანა, 15 წლის: "გამარჯობა. ცოტა ხნის წინ ისეთი რაღაც შემემთხვა, რამაც გული ძალიან მატკინა: ადამიანმა, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, მითხრა, - კიბო მაქვსო, მე კი არ დავუჯერე, დავიბენი და ამის გამო გავუბრაზდი, ვეჩხუბე.
ახლა ვნანობ, ასე რომ მოვექეცი, რადგან ის გარდაიცვალა, მე კი პატიებაც ვერ ვთხოვე; ამის გაკეთება ვერ მოვასწარი. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
P.S. არავის დანახვა არ მინდა და ხმასაც არავის ვცემ. არ მეძინება და საჭმელსაც იშვიათად ვჭამ. რა გავაკეთო? სარკეში რომ ვიყურები, error-ს მიგდებს".