აკვა, 18 წლის: ”გამიჩნდა სურვილი, მეც გაგიმხილოთ ჩემი პრობლემა. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემს მეზობლად ეშმაკუნა ბიჭი, მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად გადმოვიდა. ის ჩემზე გაცილებით უფროსია - 30 წლის გახლავთ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის დაჟინებული მზერით მიყურებდა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი სარკმლები ერთმანეთს ”უყურებს”, ამიტომ ხშირად ვხედავ ხოლმე. ადრე მისი მზერა ჩემში მხოლოდ ზიზღს იწვევდა, მაგრამ ვერ გეტყვით, იმ დღეს რა დამემართა და როდესაც სარკმელში მოვკარი თვალი, ინსტინქტურად, მინაზე გული გამოვსახე.
ამ ფაქტმა ის ნამდვილად გააოცა... არ ვიცი, ჩემს თავს რა ხდება. იქნებ ამ ყველაფრის გარკვევაში თქვენ დამეხმაროთ...”
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)