ბიჭი: ყოველთვის ვკითხულობდი თქვენს რუბრიკას, მაგრამ არ მეგონა, თუ რჩევა მეც დამჭირდებოდა...
ახლა ვხვდები, რომ ნელ-ნელა ცხოვრებას ვეთიშები და თითქოს, ემოციებს ვკარგავ. არაფერი მახარებს ისე, როგორც ადრე მახარებდა. ისე ლაღად, მთელი გულით ვეღარ ვიცინი, როგორც ეს ადრე გამომდიოდა.
ემოციებს მხოლოდ სხვის დასანახავად, ნაძალადევად გამოვხატავ და ამიტომაც არის, რომ ჩემს პრობლემას თითქმის ვერავინ ამჩნევს. არ ვიცი, თავს როგორ ვუშველო. არადა, სულ რაღაც 16 წლის ბიჭი ვარ.
ყველა ისე მიცნობს, როგორც ძალიან მხიარულ ადამიანს, რადგანაც ჩემ გარშემო მოწყენილობას ვერ ვიტანდი და ამიტომაც იყო, რომ სულ ვხუმრობდი, ვიცინოდი. როგორც ამბობენ, ჩემი სიცილიც კი "გადამდები" იყო. ახლაც ვცდილობ საყვარელი ადამიანების გამხიარულებას, მაგრამ ეს აღარ გამომდის. არ ვიცი, რა მემართება და თქვენი დახმარების იმედი მაქვს..."
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)