ფსიქო

13 რიცხვი, პარასკევი: დაუჯერებელი ფაქტები თუ საბედისწერო დამთხვევები

13 რიცხვი, პარასკევი: დაუჯერებელი ფაქტები თუ საბედისწერო დამთხვევები
აი, უკვე რამდენიმე ასწლეულია, "პარასკევი, 13 რიცხვი" ბევრს შიშის ზარს სცემს. ზოგიერთი ამ დღეს გაფაციცებულია რაღაც უჩვეულოს მოლოდინში. მხოლოდ ზოგიერთი ბედნიერი ცხოვრობს ისე, რომ არც ამჩნევს რიცხვისა და კვირის დღის საბედისწერო დამთხვევას ან მოუთმენლად ელის, რადგან თვლის, რომ ეს საუკეთესო კომბინაციაა.

გთავაზობთ "საბედისწერო" პარასკევს, 13 რიცხვში მომხდარ ცამეტიდან რამდენიმე უცნაურ, გახმაურებულ მოვლენას.

1. ვირუსი "პარასკევი, 13 რიცხვი"


1989 წლის 13 იანვარს ვირუსს, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ასობით კომპიუტერი გამოიყვანა მწყობრიდან, "პარასკევი, 13" უწოდეს. მაშინ ამ მოვლენამ ნამდვილი
პანიკა გამოიწვია, რადგან ამ მომენტამდე ინგლისელები არასოდეს გადაჰყრიან კომპიუტერულ ვირუსებს. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ანტივირუსული ინდუსტრიის აქტიურად დანერგვას.

2. განაჩენი ჩიკაგოს მაფიოზს


1931 წლის 13 ივლისს, დიდი ძალისხმევისა და ძებნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ალფონსო გაბრიელ კაპონეს, უფრო ცნობილს, როგორც მაფიოზ ალ კაპონეს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ალ კაპონე მაფიოზური საქმიანობისთვის კი არა, გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს. ალფონსო დაპატიმრებიდან 16 წლის შემდეგ პნევმონიით გარდაიცვალა.

3. ჰევი-მეტალის დაბადება


1979 წლის 13 თებერვალს ჯგუფმა Black Sabbath-მა იმავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა. ამ მოვლენამ heavy maetal-ის ("მძიმე მეტალი") მიმდინარეობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. საინტერესო ფაქტია, რომ ჯგუფი დღესაც IGN Music-ის (ტოპ-25 Metal Alboms) სიაში სტაბილურად მე-13 ადგილს ინარჩუნებს. ამ ჯგუფის პრაქტიკულად მთელი შემოქმედება ოკულტური თემატიკით არის გაჯერებული.

4. გემ "ტომას უ.ლოუსონის" ჩაძირვა


1907 წლის 13 დეკემბერს მსოფლიოში ერთადერთი შვიდანძიანი გემი "ტომას უ.ლოუსონი" ფსკერისკენ დაეშვა. არსებობს ვერსია, რომ ხომალდს სახელი იმ დროს ძალიან პოპულარული რომანის, "პარასკევი, ცამეტის" ავტორის პატივსაცემად შეერქვა. ამბობენ, რომ ლოუსონმა რომანი იმავე წელს, 1907-ში დაწერა. თუმცა ეს სიმართლეს, სავარაუდოდ, არ შეეფერება, რადგან გემი იგივე სახელწოდებით 1902 წელს გავიდა პირველად ზღვაში, ანუ წიგნის დაწერამდე 5 წლით ადრე.

მიუხედავად ამისა, ერთი რეალური და ამასთან, მისტიკური დამთხვევა ნამდვილად არსებობს – გემის მფლობელი, რომლის ინიციატივითაც ააგეს ხომალდი, გვარად კროული გახლდათ – ისევე, როგორც დიდი ოკულტისტი, რომელიც იმავე პერიოდში ცხოვრობდა.

5. კომპოზიტორის – პარასკავედეკატრიაფობის სიკვდილი


1951 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა მუსიკალური ექსპრესიონიზმის უდიდესი წარმომადგენელი, ახალი ვენური სკოლის ფუძემდებელი, დოდეკაფონიის ავტორი არნოლდ ფრანც ვალტერ შომბერგი. საოცარია, მაგრამ ეს განსწავლული ადამიანი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა პარასკავედეკატრიაფობიითა და ტრისკაიდეკაფობიით, ანუ გონების დაკარგვამდე ეშინოდა პარასკევების, რომლებსაც 13 რიცხვი ემთხვეოდა.

ის 13 სექტემბერს დაიბადა და მთელი ცხოვრება ამ ციფრის შიშით იტანჯებოდა. განსაკუთრებულ შიშს ჰგვრიდა 76-ე დაბადების დღე, რადგან 7+6=13-ია და თან ეს დღე პარასკევს ემთხვეოდა. ტყუილად არ უთქვამთ: შეძახილმა ხე გაახმოო და... 76-ე დაბადების მთელი დღე კომპოზიტორმა ლოგინში გაატარა, არ გამოდიოდა სტუმრებთან, არ ჭამდა და არ ლაპარაკობდა. და როცა შუაღამის პირს კომპოზიტორის ცოლი მეუღლესთან მოსანახულებლად შევიდა, შომბერგმა მთელი დღის მანძილზე პირველი სიტყვა წარმოთქვა და იქვე განუტევა სული.

6. ვუდრო უილსონის წარუმატებლობა


1918 წლის 13 დეკემბერს ვუდრო უილსონი – აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი – ნორმანდიაში კონგრესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა. მისი წინადადება არ მიიღეს კონგრესში და პირველი მსოფლიო ომის დამთავრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები "ჩაიშალა".

საინტერესო ფაქტია, რომ უილსონი მთელი ცხოვრება 13 რიცხვს ბედნიერად თვლიდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტად 1913 წელს დაამტკიცეს. სხვა დამთხვევებიც იყო, რაც ვუდროს იმაში არწმუნებდა, რომ 13 ბედნიერი რიცხვია, მაგრამ მალე მას წარმოდგენა შეეცვალა ამ ყველაფერზე. გარდა ჩავარდნილი ვიზიტისა, პრეზიდენტი კინაღამ ინფარქტმაც იმსხვერპლა ამ საბედისწერო დღეს.

7. Costa Condordia-ს კატასტროფა


2012 წლის 13 იანვარს იტალიის სანაპიროებთან ლაინერი Costa Condordia რიფს შეეჯახა და ფსკერისკენ დაეშვა. მის ბორტზე 4234 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 30 დაიღუპა, 2 უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო რამდენიმე ათეული ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

ეს ხომალდი ყველაზე დიდი იყო ამ კლასის ხომალდებს შორის და მანაც კატასტროფა განიცადა. საინტერესო ფაქტია ის, რომ Costa Condordia-ს "ნათლია" ცნობილი სუპერმოდელი ევა ჰერციგოვა გახლდათ, რომელმაც ლაინერის "მონათვლისას" ვერ შეძლო ბორტზე ტრადიციულად შამპანურის ბოთლის გატეხვა, ეს კი მეზღვაურებსა და გემთმშენებლებში ავისმომასწავებელია.

სინამდვილეში, მითები და ლეგენდები, რომლებითაც გარემოცულია "პარასკევი, 13 რიცხვის" მისტიკური თანხვედრა, საფუძველს მოკლებულია; ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებული ფობიები ნამდვილად გაზვიადებულია. სხვა დღეებში უფრო ამოუხსნელი, ტრაგიკული ან უბრალოდ, უცნაური ფაქტები ხდება, რომელთაც ადამიანები ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან საბედისწერო რიცხვს არ უკავშირდება.

აქედან დასკვნა – "საბედისწერო 13, პარასკევი" ყველამ თავისთვის გამოიგონა – თავისი შიშებით, არამოტივირებული წინასწარმეტყველებებით და ა.შ. ასე რომ, თუ თქვენ კიდევ გეშინიათ რიცხვისა და კვირის დღის თანხვედრის, დაიწყეთ საკუთარი სტატისტიკის შექმნა – აღნიშნეთ ყოველივე კარგი, რაც შეგემთხვევათ პარასკევს, 13 რიცხვში. ეს იმას დაგანახვებთ, რომ თქვენ თავად აპროგრამებთ საკუთარ თავს არასასიამოვნო მოვლენებისთვის. არადა, თავისუფლად შეგიძლიათ, ბედნიერი მოვლენებისთვის განაწყოთ თავი!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
Mari
მოცლილი და ურწმენო ხალხის ფანტაზიაა!!!
20:08 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელა
1981 წლის 13 მაისს, თბილისის დინამომ მოუგო კარლ-ცაისს და 13 დეკემბერს დაიღუპა ამ თამაშის გმირი ვიტალი დარასელია, რომელიც 13 ნომრით თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებში.ასე რომ 13 ხან ბედნიერების მომტანია, ხან უბედურების.
18:51 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93