იმისათვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გაგიადვილდეთ, უნდა გაარკვიოთ, ვინ არის ის და მისსავე ენაზე ესაუბროთ. მწვანე, ლურჯი, წითელი და ყვითელი – თქვენთვის ნაცნობი სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი და ფლეგმატიკი არ გეგონოთ.
ფსიქოლოგები, თურმე, ადამიანების ფსიქოტიპებს ფერების მიხედვითაც განასხვავებენ.
ყვითელი – ყველაფრის მიმართ ინტერესს იჩენს. კეთილია, მზრუნველი და მეგობრული. არ დატოვებს წვეულებაზე არავის მოწყენილს, გაუნაწილებს ტკბილეულს, გაიჩენს ახალ მეგობრებს. მისი უარყოფითი მხარეებია: გადაუწყველი ბუნება და ზედმეტად "რბილი" ხასიათი. დაბოლოს, მათ ძალიან აინტერესებთ ახალი ტექნოლოგიები.
ლურჯი – დროსტარების მოყვარულია. კონტაქტურია (ხანდახან ზედმეტადაც), მხიარული და ოპტიმისტური. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და უცებ შემოიკრებს ირგვლივ უამრავ საინტერესო ადამიანს. მგალითად, თუ ერთ "ლურჯს" მაინც დააინტერესებთ რაიმე ღონისძიებით, დარწმუნებულები იყავით, რომ ის საღამოს სტუმრებით გაავსებს. მისი ერთადერთი უარყოფითი თვისებაა – არ შეუძლია მოსმენა.
წითელი – ყოველთვის იცის, როგორ მოიქცეს სწორად და რა მოიმოქმედოს რთულ სიტუაციაში. ასევე, ხშირად გამოდის მრჩევლის და დამრიგებლის როლში. საუკეთესო ორგანიზატორია. წითელს არ შეუძლია რუტინული სამუშაოს შესრულება და ხშირად მოსაუბრეს არც უსმენს, თუმცა უკულტურობით არა – ის მხოლოდ საკუთარი აზრით ხელმძღვანელობს. მას მოსწონს რთული ამოცანების ამოხსნა, გიჟდება კონკურენციასა და შეჯიბრებებზე. აჯობებს, "წითელი" ტიპის ადამიანი მაშინვე ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნოთ.
მწვანე – რბილად რომ ვთქვათ, "ბოტანიკოსია". წვეულებაზე ის ნამდვილად არ იბრწყინებს, თუმცა შეისწავლის ირგვლივ ყველაფერს წვრილმანებში და საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. ამასთან, მწვანე ტიპის ადამიანი ყველანაირ სისულელეზე იციკლება და მიუხედავად იმისა, რომ "ჩუმია" და მორიდებული, მაინც ძალიან მეგობრულია. თუ თქვენს კომპანიაში მწვანე აღმოჩნდა – ჩათვალეთ, რომ ძალიან ერთგული და საიმედო ადამიანი გყავთ გვერდით.