როგორც ამბობენ, მამაკაცებს თვალებით უყვარდებათ, მაგრამ თუ იდეალური გარეგნობის არ ბრძანდებით, ჩვენ გასწავლით რამდენიმე საიდუმლოს, რომელთა გამოყენებითაც სასურველი მამაკაცისთვის თავის შეყვარება არ გაგიჭირდებათ.
მამაკაცებს დამოუკიდებელი ქალები მოსწონთ. მართალია, მამაკაცი ქალის დამცველად მოიაზრება, მაგრამ მასაც სურს, რომ მისთვის რთულ მომენტებში საყვარელი ქალი დაუდგეს გვერდით.
ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მოსწონთ ქალები, რომლებიც არიან დამოუკიდებლები, აქვთ საკუთარი ცხოვრება, ჰყავთ მეგობრები. მასაც სურს, რომ თქვენი მეგობარი იყოს და არა ძიძა. საოცარია, მაგრამ ბიჭებს საერთოდ არ მოსწონთ ისეთი გოგოები, რომლებიც მთელ ცხოვრებას მათ უძღვნიან. ასეთ მსხვერპლშეწირვას მამაკაცები, უბრალოდ, ვერ იგებენ.
ზოგიერთ გოგოს მიაჩნია, რომ მამაკაცს შტერი ქერათმიანი ქალი მოეწონება. სინამდვილეში, მამაკაცები ინტელექტუალურ, განათლებულ გოგონებს ანიჭებენ უპირატესობას. აბა, წარმოიდგინეთ თავი იმ ბიჭის ადგილას, რომელსაც ჰყავს შეყვარებული, მაგრამ მასთან საერთო სალაპარაკო თემა არ აქვს.
იცით, როგორი გოგონები მოსწონთ მამაკაცებს ყველაზე მეტად? ისინი, ვისაც იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ნებისმიერი ბიჭი მოიხიბლება იმ გოგოთი, ვისთან ერთადაც გულიანად იცინებს. ბიჭებს ძალიან ხიბლავთ, როცა გოგონები მათ ხუმრობებზე იცინიან. ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული, მაგრამ ნურც გიჟივით გაიცინებთ მის ყოველ ნათქვამზე.
მამაკაცი, პირველ რიგში, ქალში სექსუალურ პარტნიორს ხედავს. არაა აუცილებელი, სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყოთ. ყველა მამაკაცს თავისი სექსუალური ტიპაჟი ჰყავს. მამაკაცების ყურადღების მისაქცევად აუცილებელი არაა, მაღალ ქუსლებსა და მინი-კაბაში გამოწყობილი ბარის ცენტრში ტრიალებდეთ. მთავარია, თქვენი ღირსებების წარმოჩენა შეგეძლოთ.
მამაკაცი ქალის მიმართ მალევე დაკარგავს ინტერესს, თუ მისგან საპასუხო ყურადღებას, მზრუნველობას არ იგრძნობს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გადაკრული სიტყვები მამაკაცებს არ ესმით. ყველაფერი დაწვრილებით და გარკვევით უნდა აუხსნათ.
<div></div>