ფსიქო

7 წესი, რომლის წყალობითაც ოცნებები სრულდება

7 წესი, რომლის წყალობითაც ოცნებები სრულდება
ეზოთერიკები თვლიან, რომ ჩვენი სურვილები ასრულდება, თუ ჩვენ მათ სწორად ჩავიწერთ.
საქმე ისაა, რომ აზრების ის ტორნადო, რომელიც თავში ტრიალებს, ვერ დაფიქსირდება სამყაროში, როგორც ჩვენი სურვილები. ამიტომაც, მოდი, სწორად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სურვილები იმისათვის, რომ მალე აგვისრულდეს ისინი.



წესი 1: სურვილი აუცილებლად უნდა დაწეროთ.


რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, სურვილის სწორად დაწერა – ადვილი სულაც არ არის. "მე მინდა მქონდეს ჩემი სახლი". სწორად წერია? არა, პრინციპულად არასწორად! პრობლემა იმაშია, რომ ასეთი სურვილები კი ახდენადია, მაგრამ ისმის კითხვა:
როდის ასრულდება? ანუ სურვილი ზუსტი ვადის გარეშე აზრს მოკლებულია. ამიტომაც შემდეგი წესი ცხადყოფს:

წესი 2: სურვილს უნდა ჰქონდეს ასრულების თარიღი ან პერიოდი.


მაგალითად, "2017 წლის მარტში მე ვყიდულობ დიდ პლაზმურ ტელევიზორს". მაგრამ თუ დაწერთ: "მე ვიყიდი ტელევიზორს" - შეცდომა იქნება, რადგან დაწერილი კი ასრულდება, მაგრამ არა იმ პერიოდში, როცა ეს თქვენ გჭირდებათ. ამიტომაც დაიმახსოვრეთ შემდეგი წესი:

Image result for dreams come true gif

წესი 3: სურვილი ყოველთვის აწმყო დროში იწერება.


სხვაგვარად რომ ვთქვათ: "მე შვებულებაში წავალ სანტორინიში" – ამის მაგივრად, უნდა დავწეროთ: "მე შვებულებაში მივდივარ სანტორინიში".

აი, კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა: "მე არ მინდა ვიყო ღარიბი". სწორად არის დაწერილი? არა, არანაირად სწორად! და ამას თავისი საფუძვლიანი ახსნა აქვს. პირველი: სამყარო ვერ აღიქვამს ნაწილაკს "არ" და სხვა უარყოფით სიტყვებს. თქვენ ამბობთ (წერთ): "მე არ მინდა ვიყო ღარიბი", ის კი, სამყარო, აიგნორებს სიტყვას "არ" და რა დაგვრჩა? "მე მინდა ვიყო ღარიბი!"

მეორე: ხშირად ჩვენ იმას ვიზიდავთ, რაზეც ვფიქრობთ. როცა ვამბობთ, ვფიქრობთ: "მე არ მინდა ვიყო ღარიბი", ჩვენ ავტომატურად ვფიქრობთ სიღარიბეზე, ხოლო თუ წარმოვთქვამთ: "მე მინდა ვიყო მდიდარი", ვფიქრობთ სიმდიდრეზე. ამიტომაც არ უნდა დავივიწყოთ შემდეგი წესი:

წესი 4. ვუკრძალავთ საკუთარ თავს ნაწილაკს "არ" და ნებისმიერ უარყოფას.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა: სურვილის ჩაწერისას უნდა გამოვიყენოთ უფრო მეტი იმის მოთხოვნილება, რაზეც ვოცნებობთ. აქედან გამომდინარეობს შემდეგი წესი:

Image result for dreams come true gif

წესი 5: მეტი მოთხოვნილება და ემოცია.


თუ ეს იქნება სანტორინიში გამგზავრება, რამდენიმე სიტყვაში აღწერეთ თუნდაც ის სასტუმრო ან პლაჟი, სადაც გინდათ, რომ დაისვენოთ. თუ ეს ახალი მანქანაა, მიუთითეთ მისი ძირითადი მახასიათებლები და აუცილებლად აღწერეთ ის გრძნობები, რომლებიც დაგეუფლებათ მაშინ, როცა ეს სურვილი აგისრულდებათ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სურვილის ასრულებამ სხვა ადამიანებს არ მოუტანოს ზიანი. აქედან გამომდინარეობს შემდეგი წესი:

წესი 6: ნებისმიერი დაწერილი სურვილი უნდა მთავრდებოდეს დამცავი ფრაზით:

"ესა თუ ის, ან უფრო მეტი, რაც ჰარმონიულად უნდა შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, მომიტანოს სიხარული და ბედნიერება მე და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სურვილი ეხება."

ყურადღება მიაქციეთ ფორმულირებას "ან უფრო მეტი, რაც". როცა რაიმე კონკრეტულს ჩაიფიქრებთ, ნუ შეზღუდავთ სამყაროს მის ძალისხმევაში, რომ დაგეხმაროთ თქვენ. იქნებ სამყარო თვლის, რომ თქვენ სანტორინიზე დასვენებას კი არა, უფრო მეტს, მაგალითად, იბიცას ან მაიამის იმსახურებთ?

მაშ ასე, ჩვენი სურვილი მკვეთრად ფორმულირებული და ჩაწერილია, ყველა 6 წესი ზუსტად დაცული და რა დარჩა? დარჩა მხოლოდ ის, რომ მშვიდად გავუშვათ ეს სურვილი სამყაროში და თითქმის დავივიწყოთ კიდეც მის შესახებ. განცდა და აკვიატებული აზრები მხოლოდ ხელს შეუშლის თქვენი სურვილის ასრულებას. ამიტომაც არსებობს...

Image result for dreams come true gif

წესი 7: ნუ ჩაიციკლებით ოცნებაზე. გაუშვით ის, მაგრამ იმოქმედეთ!


"გაუშვათ სურვილი" არ ნიშნავს, რომ წამოწვეთ ხის ძირში და არხეინად დაელოდოთ, როდის აგისრულდებათ ოცნება. არა! სამყარო საოცარ შესაძლებლობებს გამოგიწვდით, მაგრამ თქვენი ქმედებების გარეშე ისინი ვერ გადაიქცევია სასურველ შედეგად!

ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულებას გისურვებთ!


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
გიორგი
ეს ყველაფერი სამყარომ გითხრათ?
14:10 / 28-04-2017
გამოხმაურება / 0 /
სესილი
მერე ეს წერილი სად წავიღოთ?
23:34 / 02-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30