ფსიქო

10 ჩვევა, რომელიც ზრდილობიან ადამიანს უნდა ჰქონდეს

10 ჩვევა, რომელიც ზრდილობიან ადამიანს უნდა ჰქონდეს
1. რა შემთხვევაში უნდა აჩუქოთ მამაკაცს ყვავილები: თუ მას აქვს: ფილმის პრემიერა, საკონცერტო პრემიერა, წიგნის პრეზენტაცია, დაბადების დღე; რაიმე პრემიით დაჯილდოების, სპორტული რეკორდის დამყარების შემთხვევაში.

ყვავილის ფერები უნდა იყოს: თეთრი, ბორდოსფერი, იასამნისფერი.

2. ხელის ჩამორთმევა.

  • ა. შეხვედრისას ქალები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით არ ესალმებიან, მაგრამ თუ ხელი გამოგიწოდეს, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, მაგრამ ისევე ძლიერად ნუ ჩამოართმევთ, როგორც მამაკაცს ჩამოართმევდით.
  • ბ. შეხვედრისას, ასაკით უფროსს ხელი პირველმა გაუწოდეთ, თვალებში შეხედეთ და ოდნავ გაუღიმეთ. ამით მას თქვენდამი მეგობრულად განაწყობთ.
  • . თუ ხელის ჩამორთმევისას აქეთ-იქით იყურებით, ადამიანის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავთ.
  • დ. თუ ხელის ჩამორთმევისას ადამიანი თვალს გარიდებთ, შეიძლება ან რაღაცას გატყუებთ, ან თქვენთან შეხვედრით თავს უხერხულ მდგომარეობაში გრძნობს.
Image result for woman etiquette gif
3. წვნიანის ჭამისას თეფში თქვენკენ კი არა, მაგიდის მხარეს უნდა გადახაროთ. ზოგიერთ წყაროში, თეფშის დახრა არც ერთ მხარეს არ შეიძლება, წვნიანის ნარჩენი თეფშში უნდა დატოვოთ.

4. მამაკაცები სუფრიდან მუდამ ფეხზე უნდა წამოდგნენ, როცა ოთახში ქალი შემოდის.

5. კარგია, როცა ქმარი ცოლს საალერსო სიტყვებით მიმართავს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მარტონი არიან და არა გარშემო მყოფთა გასაგონად.

6. ეცადეთ, სუფრაზე, წვეულებაზე ან სხვა ადგილას ჭიქიდან წვენი საწრუპით ბოლომდე არ გამოწრუპოთ. ეს დისონანსს შეიტანს საუბარში, საზოგადოებაში.

7. რესტორანში ყოფნისას გასათვალისწინებელი ეტიკეტის ზოგიერთი წესი:

Image result for woman etiquette gif
  • ა. პირში ჩასადები ლუკმა, განსაკუთრებით ხორცი, მცირე ნაჭრებად დაჭერით.
  • ბ. თუ რომელიმე კერძის ჭამას ხელით აპირებთ, ნუ მოიხრებით ბეჭებში და იდაყვების რტყმევით მეზობელს ნუ შეაწუხებთ.
  • . ცხელ კერძზე სულის შებერვა არ შეიძლება. დაიცადეთ, სანამ გაცივდება და ისე მიირთვით.
  • . ხშირ-ხშირად გამოიყენეთ ხელსახოცი პირისა და ხელების გასაწმენდად.
  • ე. არასდროს მოიწმინდოთ ტუჩები ხელით და არ ილაპარაკოთ გამოტენილი პირით.
  • ვ. თუ თქვენ გარშემო ყველა ხელით ჭამს, თქვენ მაინც დანა-ჩანგლით ჭამეთ.
  • ზ. არასდროს დადოთ მობილური სუფრაზე.

8. შეხვედრაზე ან უფროს ადამიანთან საუბრისას საღეჭი რეზინის ღეჭვა დაუშვებელია.

Related image
9. საუბრისას ყველაზე დიდ სირცხვილად ითვლება საათზე ყურება, მობილურში ძრომიალი. ამით მოსაუბრის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავთ.

10. კიბეზე:

  • ა. თუ კიბეზე ქალი და მამაკაცი ერთად მოხვდნენ, ასვლისას ქალმა მამაკაცი წინ უნდა გაატაროს; ჩამოსვლისას კი პირიქით, მამაკაცმა უნდა დაუთმოს ქალს გზა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კიბე ვიწრო, ბნელი და საშიშია, მამაკაცი პირველი უნდა ჩავიდეს და ქალს ჩასვლაში დაეხმაროს.
  • ბ. კიბეზე ჩამოსვლისას ქალი მოაჯირის მხარეს უნდა მოძრაობდეს. მამაკაცმა კიბეზე მოაჯირის მხარეს უნდა დაუთმოს გზა ქალს, მოხუცსა და ბავშვს.
  • გ.
    თუ კიბეზე ჩანთებით დატვირთული ადამიანი (არა აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი) შეგხვდათ, გზა უნდა დაუთმოთ.
  • დ. თუ კიბეზე მამაკაცი და ქალი ერთად მოძრაობენ, მამაკაცი ნახევარი კორპუსით შემოტრიალებული უნდა იყოს ქალის მხარეს და ეხმარებოდეს ასვლა-ჩასვლაში.

სტატისტიკის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 30-მა პროცენტმა იცის ზრდილობის წესების შესახებ და მხოლოდ რამდენიმე იყენებს მას. იყავი პირველი, ვინც საკუთარი ზრდილობით გააოცებ გარშემო მყოფებს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ნნნ
ლექსები არ უნდა წერონ :) :)
16:04 / 21-06-2018
გამოხმაურება / 0 /
no name
ბანკში ან ოფისში კლიენტი რომ შემოდის თან გესაუბრება და თან სიგარეტს გაბოლებს ან ტელეფონზე საუბრობს??!!
11:10 / 18-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93