1. გაითვალისწინე, რომ დიდი სიყვარული და დიდი წარმატება დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
2. თუ თამაში წააგე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაკარგე დაგროვილი გამოცდილება.
3. მისდიე სამ მარადიულ წესს:
ა) დააფასე საკუთარი თავი;
ბ) დააფასე ადამიანები;
გ) ყოველთვის აგე პასუხი შენ მიერ ჩადენილზე.
4. დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის არ გჭირდება ის, რაც გსურს.
5. ისწავლე წესები იმისათვის, რომ სწორად დაარღვიო ისინი.
6. ნუ მისცემ პატარა გაუგებრობას იმის უფლებას, რომ დაანგრიოს დიდი მეგობრობა.
7. თუ შეგეშალა – ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ დაუყოვნებლივ გამოასწორო შეცდომა.
8. ხანდახან საკუთარ თავს მარტოობაში უნდა უსმინო.
9. იყავი თავისუფალი, მაგრამ ნუ დაარღვევ საზღვრებს.
10. დაიმახსოვრე, ხანდახან დუმილი საუკეთესო პასუხია.
11. ღირსეულად იცხოვრე, რათა სიბერეში გქონდეს გასახსენებელი.
12. საყვარელი ატმოსფერო შენი ცხოვრების საფუძველია.
13. კამათის დროს ილაპარაკე მხოლოდ აწმყოში და ნუ გაიხსენებ წარსულს.
14. გაუზიარე სხვებს შენი ცოდნა. ეს არის უკვდავების ერთ-ერთი წამალი.
15. იყავი სათუთი დედამიწის მიმართ. გიყვარდეს ის.
16. წელიწადში ერთხელ წადი იქ, სადაც არასოდეს ყოფილხარ.
17. დაიმახსოვრე, საუკეთესო ურთიერთობა ის არის, როდესაც ერთი ნახევარი მეორეზე, სადაც უნდა იყოს, მაინც ფიქრობს.
18. ხანდახან უარი უნდა თქვა იმაზე, რაც გსურს, რათა მიიღო სასურველი.