ჩვენ ვკარგავთ ძალას, როცა:
ვამბობთ "კი"-ს, მაშინ, როცა გვსურს, რომ ვთქვათ "არა".
ვიღიმით, იმის მაგივრად, რომ ვიტიროთ.
არ ვისვენებთ.
თავს ვაიძულებთ, რომ კიდევ მოვითმინოთ, იმის მაგივრად, რომ მივხვდეთ "რა ღირს იმად, რომ ეს ვითმინო?"
ვბრაზდებით, იმის მაგივრად, რომ ვთხოვოთ ადამიანს ის, რაც გვსურს.
არ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს.
ადამიანი არასაინტერესოა, ჩვენ კი რაღაც გამოგონილი მიზეზების გამო ვაგრძელებთ მასთან ურთიერთობას.
ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები გამუდმებით უარყოფითზე საუბრობენ.
ვსაუბრობთ ბევრს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, საცობებზე და სხვა...
ვჭორაობთ.
ბევრს და ემოციურად ვყვებბით იმის შესახებ, როგორ ცხოვრობენ სხვები.
ვმუშაობთ არასაინტერესო, მოსაბეზრებელ სამსახურში.
გვეშინია.
ვუცდით, რომ ვიღაც მოვა (თოვლის ბაბუა, პრინცი, ოლიგარქი ბიძა) და ცხოვრება შეიცვლება.
ვსჯით საკუთარ თავს, ვთვლით უღირსად, უმაქნისად, უიღბლოდ.
ჩვენ ვიკრებთ ძალებს, როცა:
ვურთიერთობთ ახალ, საინტერესო ადამიანებთან.
ვიღებთ ახალ ცოდნას.
ვმოგზაურობთ.
ვლახავთ შიშებს.
ვცდით რაღაც ახალს.
ვსეირნობთ (ნუ აურევთ, სამსახურში გაქცევაში, ან მაღაზიებში წასვლაში, უბრალოდ, უმიზეზოთ ვსეირნობთ).
დაკავებული ვართ შემოქმედებით.
ვურთიერთობთ სასიამოვნო ადამიანებთან.
ვურთიერთობთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც სჯერა ჩვენი და გვერდში გვიდგანან.
ვუვლით საკუთარ სხეულს.
ვათავისუფლებთ ფიზიკურ სივრცეს (გაიხსენეთ, ან წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნოა ახალგარემონტებულ ოთახში ყოფნა).
ვათავისუფლებთ ემოციურ სივრცეს (გაიხსენეთ, ან წარმოიდგინეთ, რა სხვანაირად გრძNობთ თავს, როცა შეძელით და აპატიეთ, ან სთხოვეთ პატიება).
ვამბობთ "არა"-ს, როცა გვინდა ვთქვათ "არა" და ვამობთ "კი"-ს, როცა გვსურს, რომ ვთქვათ "კი".
ვიწყებთ იმის კეთებას, რაც გვსურს.
ასევე იხილეთ:
სტრესის სწრაფად მოხსნის 13 უჩვეულო მეთოდი
ძალიან მოკლე ფსიქოლოგიური გაკვეთილი
65 წესი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას შეცვლის…
7 წესი, რომლის წყალობითაც ოცნებები სრულდება