1. უნდა განახორციელოთ ზარი, რომლის განხორციელებისაც აქამდე გეშინოდათ, ან გერიდებოდათ.
2. უნდა ადგეთ იმაზე ადრე, ვიდრე გინდათ.
3. უნდა გასცეთ მეტი, ვიდრე სამაგიეროდ იღებთ.
4. უნდა იზრუნოთ სხვებზე იმაზე მეტად, ვიდრე ისინი ზრუნავენ თქვენზე.
5. უნდა იბრძოლოთ მაშინაც კი, თუ ძალა აღარ გყოფნით.
6. უნდა გარისკოთ მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ საშიშია.
7. უნდა წარუძღვეთ მაშინაც კი, თუნდაც ჯერ არავინ მოგსდევდეთ.
8. უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს.
9. უნდა მოისულელოთ თავი, როცა ეძებთ პასუხებს საკუთარ კითხვებზე.
10. უნდა უკირკიტოთ დეტალებს მაშინაც კი, როცა უფრო მარტივი გზა არსებობს.
11. უნდა მიიღოთ შედეგი მაშინაც კი, როცა არსებობს საშუალება გაექცეთ ვალდებულებას.
12. უნდა იპოვოთ საკუთარი ახსნა მაშინაც კი, როცა ეთანხმებით სხვის მოსაზრებებს.
13. უნდა დაუშვათ შეცდომები.
14. უნდა სცადოთ კვლავ, თუნდაც ერთხელ წააგეთ.
15. უნდა ირბინოთ უფრო სწრაფად, თუნდაც უკვე აღარ შეგეძლოთ.
16. უნდა იყოთ კეთილი მის მიმართ, ვინც თქვენს მიმართ არ იყო კეთილი.
17. უნდა ჩაეტიოთ იმ ვადებში, რომლებიც წარმოუდგენლად გეჩვენებათ და მიაღწიოთ შედეგებს,
რომლებისთვისაც აქამდე არავის მიუღწევია.
18. უნდა პასუხი აგოთ თქვენს ქმედებებზე მაშინაც კი, როცა საქმე ცუდად მიდის.
19. უნდა გააგრძელოთ მოქმედება არჩეული მიმართულებით ისე, რომ ყურადღება არ მიაქციოთ წინააღმდეგობებს.
დაბოლოს, უნდა გაუმკლავდეთ ისეთ რთულ საქმეს, რომელსაც სხვები გაურბიან, საქმეს, რომელიც გაშინებთ. საქმეს, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ თქვენს ძალებს აღემატება.