რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ პარტნიორთან ან ახალგაცნობილ მამაკაცთან ურთიერთობა რომანტიკული და მშვენიერი იყოს? ამის პასუხი ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა ხანგრძლივი გამოკითხვების შედეგად დაადგინეს.
მათი აზრით, სწორედ ამგვარ ქცევას მიიჩნევენ მამაკაცები რომანტიკულად:
1. მიირთვით ერთი ჭიქიდან ნებისმიერი სახის სასმელი. უმჯობესია, თუ ასე გაცნობისთანავე მოიქცევით.
2. ვნებიანი ღამის შემდეგ, სასურველია, საწოლში გვიანობამდე ინებივროთ. მამაკაცებს ეს ძალიან მოსწონთ.
3. ნუ შეგეშინდებათ და უარს ნუ იტყვით მასთან ერთად აგარაკზე ღამით დარჩენაზე.
4. ერთად მოამზადეთ ვახშამი.
5. ღამით ქალაქში ავტომანქანით ისეირნეთ. თუ ავტომობილი არ გყავთ, შეგიძლიათ ტაქსით ისეირნოთ. თუ არც ამის საშუალება გაქვთ, მაშინ ფეხით გაუყევით ნაცნობ ხეივანს.
6. სექსის შემდეგ მაშინვე დასაძინებლად ნუ განეწყობით, რადგან მამაკაცებს ამის შემდეგ საუბარი უყვართ.
7. მასთან ერთად გვიან ღამით ზღვაში იცურეთ.
8. ყოველდღე თუნდაც ერთი საათით მაინც მოახერხეთ მშვიდ და მყუდრო ადგილას განმარტოება.
9. ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულებმა ისეირნეთ.
10. ნუ შეუშინდებით წვიმას. წვიმაში სეირნობა ძალზე რომანტიკულია!
სრულად იხილეთ: reitingi.ge