ხშირად ყველაზე დიდ სიამოვნებას ცხოვრებაში ის გვანიჭებს, რისი დაგემოვნებაც, რისი თითებით შეხება, ან რისი არომატის შეგრძნებაც შეგვიძლია.
ეს პოსტი ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც შეგრძნებებით ცხოვრობს და ვისაც შეუძლია, წვრილმანებში იპოვოს ბედნიერება. ხანდახან ხომ განწყობის ასამაღლებლად საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ:
გაიხადო არაკომფორტული ფეხსაცმელი დიდი ხნის ტანჯვის შემდეგ.
ჩაყო ხელი წიწიბურით ან ბრინჯით სავსე პაკეტში.
აკოცო პატარას ნაზ და ბუთხუზა ლოყაზე.
გახეთქო ბუშტები შესაფუთ ცელოფანზე.
დადო ლოყა გრილ, ფუნფულა ბალიშზე.
მიიღო ზუსტად იმ ტემპერატურის შხაპი, როგორიც გიყვარს.
მიირთვა საყვარელი კერძის პირველი ლუკმა.
გაგორდე საწოლზე დამღლელი და გამთანგავი დღის ან უძილო ღამის შემდეგ.
პირველად აკოცო მას, ვინც დიდი ხანია მოგწონს.
შეიგრძნო ახალი წიგნის არომატი.
დალიო დილით პირველი ყლუპი ცხელი ყავა.
იგრძნო სამხრეთული მზის სხივები შენს კანზე.
გაიარო თბილ ქვიშაზე საღამოს პლაჟზე.
ჩაიცვა ახალგარეცხილი და გაუთოვებული სამოსი.
ისეირნო ზაფხულის წვიმაში.
ჩაყვინთო ცივ წყალში, როცა საშინლად გცხელა.
გაიკეთო მასაჟი.
ირბინო ფეხშიშველმა ბალახზე.
შეიყნოსო ოზონის სურნელი წვიმის შემდეგ.
ჩაძვრე ხელით საყვარელი კატის ან ძაღლის ბეწვში.
დალიო ცივი წყალი, როცა ძალიან გწყურია.
შეეხო თმას შეჭრის შემდეგ.
გაითბო გაყინული ხელები ცეცხლზე.
როგორც იქნა, დააცემინო.
ჩაეხუტო მას, ვინც დიდი ხანია გენატრება.
გაიკეთო სათვალე მას მერე, რაც კარგად გაწმინდე.
აიცალო გამშრალი წებო, მომენტის ფენა, როგორც მეორე კანი.
საღამოს სახლში მისულმა გაიძრო ყველა მოუხერხებელი სამოსი.
გაეხვიო თბილ პლედში, როცა გარეთ წვიმს.
დაიძინო ახალგამოცვლილ ლოგინში.
დაიჭირო ბავშვობიდან ნაცნობი სასიამოვნო სურნელი.
ნაზად უკბინო მას, ვინც გიყვარს.
დატკბე ღვინის პირველი ყლუპით და მიხვდე, რომ ცხოვრება – მართლაც ძალიან მაგარია!
თქვენთვის რა შეგრძნებებს მოაქვს განსაკუთრებული სიამოვნება?