ისინი ძალიან მარტივი შესასრულებელია და იოგას გურუს არ სანტემის მიერ 12 ბუნებრივ კანონად არის ჩამოყალიბებული. მათი გამოყენება შესანიშნავად შეგვიძლია ბევრ მანიპულაციასთან ბრძოლისას.
1. შენ გჭირდება – შენვე გააკეთე!
ყოველთვის, როცა საუბრისას ისმის სიტყვა "უნდა", კარგი იქნება თუ დასვამთ კითხვას "ვის უნდა ეს?". მანიპულატორები ხშირად სდუმან იმის შესახებ, რომ პირველ რიგში ეს მათ სჭირდებათ და არა თქვენ. მაგალითად, მშობლების ფრაზა "შენ სამსახური გჭირდება", მანიპულაციისგან გათავისუფლებული ასე გაიჟღერებდა: "მე მჭირდება, რომ შენ აღარ იყო ჩემ კმაყოფაზე, წახვიდე და იმუშაო". და სანამ შვილს არ ჭირდება მუშაობა, ის მოხერხებულად იჯდება მშობლის კისერზე.
2. ნუ შეპირდები. თუ შეპირდი – შეასრულე!
გაიხსენეთ, რამდენჯერ მიგიციათ გაუცნობიერებლად, სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ მყოფს ფუჭი დაპირება. მანიპულატორი სპეციალურად გიბიძგებთ გაუთვიცნობიერებელი დაპირების მიცემისკენ, შემდეგ კი ექსპლუატაციას გაუწევს თქვენს დანაშაულის გრძნობას. უბრალოდ ნუ შეპირდებით, მაგრამ თუ შეპირდებით – შეასრულეთ. სხვა დროს კი, მინიმუმ 2-ჯერ დაფიქრდებით, სანამ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას აიღებდეთ.
3. არ გეკითხებიან – ნუ ჩაერევი.
ხშირად ხდება ისე, რომ კარგის გაკეთება გვსურს და უარესს ვაკეთებთ. ეს კი ხშირად სწორედ მაშინ ხდება, როცა დახმარებას არ გვთხოვენ, ჩვენ კი მაინც ვერევით. ამ შემთხვევაში ჩვენი ძალისხმევა ვალდებულებად აღიქმება. კიდევ უარესია, როცა ერთი ადამიანის ნაცვლად სხვა გვთხოვს დახმარებას. ასეთ სიტუაციაში დახმარებისას ჩვენ ვარღვევთ კანონს "შენ გჭირდება – შენვე გააკეთე". თუ შენთვის აშკარაა, რომ ადამიანს დახმარება სჭირდება, გამოიყენე შესაძლებლობა გაიგო მისგან, სურს თუ არა სწორედ შენგან დახმარება. აი, მაგალითად, იქნებ გოგონამ, რომელსაც ფეხსაცმლის ქუსლი ქვაფენილს შორის ჩაეჭედა, ეს ყველაფერი სპეციალურად მოაწყო, რათა აი, ის სიმპათიური ბიჭი გაეცნო. შენ კი ადექი, დაეხმარე და ყველაფერი გააფუჭე. შეგეძლო ჯერ გეკითხა.
4. ნუ ეტყვი უარს თხოვნაზე.
ნებისმიერი თხოვნა მადლობას გულისხმობს. მანიპულატორებს სჩვევიათ ფუჭი დაპირებების მიცემა ან დახმარების დავიწყება. შეასრულეთ თხოვნა, მაგრამ ნუ მოგერიდებათ სამაგიერო დახმარების თხოვნაც.
5. იცხოვრე აწმყოთი (და არა წარსულით და მომავლით)
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია. ის მარტივად ანგრევს მანიპულაციებს შენსა და წარსულს შორის შედარებისას. ჩვენ არასდროს გვსურს ვიყოთ იმაზე უარესი, ვიდრე ვართ, სხვა ადამიანები კი ამით ხშირად სარგებლობენ. მაგალითად, მანიპულაცია "ადრე ასეთი არ იყავი", მარტივად ინგრევა სიტყვებით "ადრე ადრე იყო". ტკბილი მომავლის დაპირება უცებ წდება სიტყვების შემდეგ "ეს მერე იქნება, მაგრამ რას მთვაზობ ახლა, ამ წუთას?"
6. ნუ ჩაიციკლები
დაფიქრებულხართ, როგორ ვეჯაჭვებით ჩვენდაუნებურად ადამიანს, ნივთს ან საქმიანობას? მაგრამ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ეს მიჯაჭვულობა, თუ ჩვენს სულერ წონასწორობას არ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ? თითოეულისთვის თავისი პასუხი აქვს ამ შეკითხვას. უბრალოდ დაიმახსოვრეთ: ამ ემოციური კავშირის გამოყენებით ძალიან მარტივია თქვენი მანიპულირება. ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს ახლობლებს გახდნენ შინაური ტერორისტები, ნუ ჩაიციკლებით მათზე.
7. ნუ დაისახავ მიზნებს (მიზანი შუქურად უნდა გემსახუროთ)
ამ კანონს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ. თუ მიზანი სწორად არ არის დასახული, მისი მიღწევის შემდეგ სიცარიელე რჩება. უფრო სარწმუნოა, რომ ეს მიზანი თქვენ კი არ დაისახეთ, არამედ დაგასახებინეს. ამიტომაც მიზნის დასახვამდე საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს დაუსვით შეკითხვა: "რა იქნება მერე?". მაგალითისთვის კიდევ ერთ, მშობლებისთვის საყვარელ ფრაზას გამოვიყენებთ: "შენ უმაღლესი განათლება უნდა მიიღო". და რა მერე? იყო რიელტორი, გაყიდვების კონსულტანტი ან დაიწყო ახალი ბიზნესი – ამ ყველაფრისთვის ყველას სულაც არ ჭირდება უმაღლესი განათლება.
8. ნუ შეუშლი ხელს.
კანონთა შორის კანონია. ამით უნდა იხელმძღვანელოთ როგორც საკუთარ თავთავ ყოფნისას, ასევე გარშემომყოფების მიმართაც. ფრაზას "ხელს ნუ მიშლი, თუ შეიძლება" სასწაულების მოხდენა შეუძლია. მთავარია – თქვათ ის იქამდე, სანამ გაღიაზიანება დაგეუფლებათ.
9. ცუდი ამინდი არ არსებობს.
ეს კანონი ცოტა არ იყოს ფილოსოფიურია. ის გვასწავლის გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, მათ შორის ჩვენი ჩავარდნებიც. მაგალითად, "არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ მეორე მხარე". ბევრი მოხარული იქნება შეგახსენოთ თქვენი წარუმატებლობის შესახებ და იწუწონოს, რა საშინელია ირგვლივ ყველაფერი. ასე ისინი იმარტივად იმოქმედებენ თქვენს განწყობაზე. დაიმახსოვრეთ: არ არსებობს ცუდი და კარგი, არსებობს მხოლოდ თქვენი მიდგომა.
10. ნუ განსჯი, ნუ გააკრიტიკებ.
ხანდახან რთულია, შეიკავო თავი და არ აკრიტიკო სხვა ადამიანი. არადა, ეს კრიტიკა არავის არაფერში ჭირდება – არც თქვენ და არც გარშემომყოფებს. დაიმახსოვრეთ ეს.
11. ნუ გასცემთ ინფორმაციას იქამდე, მანამ ის თქვენი არ იქნება
თუ არ გაქვთ გადამოწმებული ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებთ, ესეიგი, თქვენ უბრალოდ ჭორიკანა ხართ. მცდარი ინფორმაციის შემთხვევაში, თქვენს სიტყვას სხვა დროს აღარავინ ენდობა. ასევე გაითვალისწინეთ, როცა თქვენ გაწვდიან ინფორმაციას, აუცილებლად გადაამოწმეთ მისი სისწორე.
12. ყველგან და ყველაფრისთვის ითხოვეთ უფლება
ეს კანონი ეთიკის ნორმებიდან არის. მისი გამოყენებით თქვენ არა მხოლოდ ზედმეტი ძალისხმევისგან გათავისუფლდებით, არამედ შეგიქმნით ზრდილობიანი ადამიანის იმიჯსაც. ოღონდ ითხოვეთ ნებართვა თავდაჯერებულად, სხვაგვარად მუდმივად შეშინებული სულელის იერს მიიღებთ. სხვათა შორის, ამ კანონის გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ მაშინაც, როცა ადამიანს დახმარებას სთავაზობთ. ასევეა ერთმანეთთან დაკავშირებული სხვა, ზემოთ მოცემული კანონებიც და ასე ქმნიან ისინი მენტალურ ფარს მანიპულაციებისგან თავის დასაცავად.
გამოიყენეთ ყველა ეს კანონი ცხოვრებაში ღიმილით, ზუსტად ისეთით, როგორიც ასანების შესრულების დროს გაქვთ.