ფსიქო

ადამიანის 14 ჩვევა, რომელიც საოცრად მოსწონთ გარშემომყოფებს

ადამიანის 14 ჩვევა, რომელიც საოცრად მოსწონთ გარშემომყოფებს
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ისე, რომ ერთნი ირგვლივ ყველას მოსწონს, თანაც ისე, რომ ისინი ამისათვის არაფერს განსაკუთრებულის არ აკეთებენ, ხოლო მეორენი, მიუხედვად დიდი ძალისხმევისა, ვერ მოიპოვებენ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას?
პოპულარული ბესტსელერის - "იფიქრე და გამდიდრდი" - ავტორმა, ნაპოლეონ ჰილმა ჩამოაყალიბა ადამიანების 14 ჩვევა, რომელსაც განსაკუთრებით აფასებენ გარშემომყოფები.

ისინი ქმნიან პოზიტიურ ფსიქოლოგიურ განწყობას და გარშემომყოფებსაც მუხტავენ ამით.
ბევრად მარტივია იყო ცინიკოსი და პესიმისტი. მაგრამ ასე კარგ რეპუტაციას ნამდვილად ვერ შეიქმნი. ხოლო პოზიტიური განწყობა, პირიქით, ეჭვგარეშეა, რომ მოგაპოვებინებს
ადამიანთა კეთილგანწყობას.

ისინი ყოველთვის საუბრობენ მეგობრული, კეთილგანწყობილი ტონით.


ასეთი ადამიანები ყოველთვის დარწმუნებულები არიან იმაში, რასაც ამბობენ. ამიტომაც მათი საუბარი, როგორც წესი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რაც ხმასაც სასიამოვნო ჟღერადობას სძენს.

ისინი ყურადღებით უსმენენ მოსაუბრეს.

ამაყი, მიკერძოებული და დამრიგებლური მანერით საუბარი – ეს შესანიშნავი საშუალებაა დააკმაყოფილო საკუთარი ეგო, მაგრამ მოჭრილი გზაა მათთვის, ვისაც სურს, მოეწონოს თანამოსაუბრეს და მისი მეგობრული განწყობა დაიმსახუროს.

მათ შეუძლიათ თავის კონტროლი ნებისმიერ სიტუაციაში.


გადაჭარბებული ემოციური რეაქცია, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ადამიანზე ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. დაიმახსოვრეთ, რომ ხშირად დუმილი ბევრად ეფექტურად აწვდის მოსაუბრეს ინფორმაციას, ვიდრე უარყოფითი ემოციებით დატვირთული სიტყვები.


ისინი მშვიდები არიან.


სიტყვებისა და ქმედებების ადგილის განსაზღვრა – ეს უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელსაც აფასებენ ადამიანებში.

ისინი თავისუფალნი და გახსნილები არიან.


ადამიანები, რომლებიც ჩაკეტილები არიან ახალი იდეებისთვის და მხოლოდ თანამოაზრეთა აზრს უჭერენ მხარს, ხელიდან უშვებენ იმის შანსს, რომ არა მხოლოდ გაიზარდონ პიროვნულად, არამედ პროფესიონალურადაც.

ისინი საუბრისას იღიმიან


ჰილი ამტკიცებს, რომ ამერიკის პერზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის ყველაზე ძვირფასი საკუთრება იყო მისი არაჩვეულებრივი, მილიონ დოლარიანი ღიმილი. სწორედ ეს იყო ხშირად იმის მიზეზი, რომ თანამოსაუბრენი თავისდაუნებურად მასთან გახსნილები იყვნენ.

მათ იციან, რომ არ არის აუცილებელი გააჟღერო ყველა საკუთარი აზრი


ასეთმა ადამიანებმა იციან, რომ არ ღირს ადამიანებისთვის გულისტკენა შენი მოსაზრების თქმით, თუნდაც ეს მოსაზრება ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს იყოს.
Image result for women   gif

მათ არ უყვართ საქმის ნელა კეთება


ზოზინი და საქმის ნელა კეთება – ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ გეშინიათ მოქმედებების. რაც თავის მხრივ თქვენი არასაკმარისი ეფექტურობის მაჩვენებელია.

ისინი ყოველდღიურად მინიმუმ ერთ კეთილ საქმეს აკეთებენ


ასეთი ადამიანები ადამიანებს უანგაროდ ეხმარებიან, ისე, რომ სამაგიეროდ არაფერს ელიან.

ისინი არ წუწუნებენ წარუმატებლობაზე, წაგებაზე სწავლობენ


ადამიანებს უყვართ ისინი, ვისაც შეუძლია ღირსეულად მიიღოს და გადაიტანოს მარცხი. წარმატებული ადამიანები მადლობას უხდიან ბედს ცხოვრებისეული სიბრძნისთვის, რომელიც მათ წარუმატებლობამ და მარცხმა მიაღებინა.
Image result for women   gif

ისინი თავის მოსაუბრეს ისე მიმართავენ, თითქოს მათთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს.


გარშემომყოფებისთვის გამორჩეულად სიმპათიურია ადამიანი, რომელიც ისე ურთიერთობს მეორე ადამიანთან, თითქოს სურს, რომ მთლიანად შეიცნოს ის. და ამიტომაც ყოველთვის აძლევენ იმისა საშუალებას, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი.

მათ შეუძლიათ გულწრფელად, პირფერობის გარეშე შეაქონ სხვა ადამიანი


ისინი არ უშვებენ შანსს ხელიდან, რომ შეაქონ ადამიანები, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა ქება ნამდვილად დამსახურებულია.

მათ ჰყავთ ადამიანი, რომელთა შენიშვნებსაც იზიარებენ


წარმატებული ადამიანებს თავი არ მოაქვთ იმისათვის, რომ სხვების კეთილგანწყობა მოიპოვონ. გარშემომფებს ისინი ისეთები მოსწონთ, როგორებიც სინამდვილეში არიან. მათი საიდუმლოებებიდან ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე, საქციელსა და რეპუტაციაზე. ხოლო იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც მას უარყოფით მხარეებზე მიუთითებენ, ეხმარება მათ შეუჩერებლად გააგრძელონ პიროვნული ზრდის პროცესი.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
Sopo
Chemzea eg,wow magariaa
02:02 / 08-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გულღია და მშვიდი ერთროულად.... გამიჭირდება :)
11:53 / 02-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93