მედიტაცია რეალურად ებრძვის სტრესს. გარდა ამისა, იგი აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას. ყოველდღიური 10-წუთიანი მედიტაცია სიმშვიდეს მოგანიჭებთ და საკუთარი თავის რწმენას გაგიძლიერებთ.
მედიტაციის სწავლა რთული არაა. თქვენ არ მოგიწევთ საათობით ლოტოსის პოზაში ჯდომა და მანტრების კითხვა. მარტივი მედიტაცია, სტერის მოსახსნელად შემდეგნაირად სრულდება.
1. მოძებნეთ მშვიდი ადგილი, სადაც ხელს არაფერი და არავინ შეგიშლით. დაჯექით თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ პოზაში, იატაკზე ან სკამზე.
2. "გამოეთიშეთ" გარეგან ხმაურს, ფიქრებსა და აზრებს და შეიგრძენით თქვენი სხეული. აზრობრივად შეათვალიერეთ თქვენი თავი ფეხის თითებიდან თხემამდე.
3. შეაყოვნეთ ყურადღება სახეზე. თუ სახის კუნთები დაჭიმული, დაძაბული გაქვთ, მოადუნეთ, გადაერთეთ კისრის კუნთებზე, ხელებზე და ასე ბოლომდე. შეეცადეთ მოადუნოთ ყველა კუნთი.
როგორც კი აზრები სამყაროსკენ "გაგექცევათ", ისევ მედიტაციას დაუბრუნდით.
4. ახლა სუნთქვასთან ერთად ათამდე დაითვალეთ. ჩასუნთქვა - ერთი; ამოსუნთქვა - ორი. ეს კონცენტრაციაში დაგეხმარებათ. ახვედით ათამდე? ისევ პირველიდან დაიწყეთ. და ასე წრეზე, სანამ სრულიად არ მოდუნდებით და სუნთქვა-თვლის გარდა აღარაფერზე იფიქრებთ.
5. 10 წუთის გასვლის შემდეგ გაახილეთ თვალები და კარგად გაიწელეთ.