საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და შაოლინელი ბერი შიფუ იან ლეი გვაძლევს რამდენიმე სასარგებლო რჩევას იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ ჯანმრთელები და ახალგაზრდები.
რას ვუსურვებთ ჩვენს ახლობლებსა და მეგობრებს პირველ რიგში? რას ვფიქრობთ, რა არის ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? ალბათ, მიხვდით, ხომ? ეს ჯანმრთელობაა. მაგრამ რამდენი ადამიანი აკეთებს თუნდაც მცირეოდენს, გარდა ფუჭი სიტყვებისა, საკუთარი ჯანმრთელობისთვის?
თუ გადაწყვიტეთ, მართლაც მიხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას, მაშინ ეს რჩევები კიდევ უფრო გიბიძგებთ ამისკენ!
1. ნუ იფიქრებთ ზედმეტად ბევრს. განსჯას ლუნგის ენერგია მიაქვს და გაბერებთ.
2. ნუ ილაპარაკებთ ბევრს. ადამიანები ან ლაპარაკობენ, ან საქმეს აკეთებენ. და უმჯობესია ერთ-ერთი იმათგანი იყოთ, ვინც საქმეს აკეთებს.
3. გაანაწილეთ თქვენი სამუშაო 40-წუთიან ნაწილებად და მათ შორის 10-წუთიანი შესვენებები გააკეთეთ. მხედველობის ხანგრძლივი კონცენტრაცია ერთსა და იმავეზე თქვენს თვალებსა და შინაგან ორგანოებს ვნებს.
4. როცა ბედნიერი ხართ, აკონტროლეთ საკუთარი გრძნობები. კონტროლის დაკარგვა თქვენს სასიცოცხლო ენერგიაზე უარყოფითად იმოქმედებს.
5. ნუ განიცდით ზედმეტად და ნუ იქნებით გაბრაზებული დიდხანს. ეს ზიანს მიაყენებს თქვენს ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავს.
6. ნუ დანაყრდებით ზედმეტად. ყოველთვის ეცადეთ, ადგეთ სუფრიდან ოდნავ მშიერი. ზედმეტი ნაყროვანება ვნებს კუჭსა და სხვა ორგანოებს.
7. ნუ იჩქარებთ საქმის კეთებისას. ყოველთვის გახსოვდეთ სიტყვები: "მოჩქარეს მოუგვიანდეს".
8. ყოველთვის გამონახეთ დრო დასასვენებლად და მოსადუნებლად. თუ თქვენ ფიზიკურად შრომობთ და არ გაქვთ განტვირთვის წუთები, მაშინ მალე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შინაგანადაც გადაიღლებით და გახდებით გაღიზიანებული, ნელ-ნელა დაკარგავთ ინის ენერგიას, რაც ინისა და იანის ბალანსს დაარღვევს.
9. ზედმეტად ნუ მოდუნდებით. თუ მხოლოდ დასვენებას, განტვირთვასა და მედიტაციას დაუთმობთ დროს და არ იქნებით დაკავებული სპორტით, დაკარგავთ იანის ენერგიას.
10. შეისწავლეთ კუნგ-ფუ, რომელიც ყველა სახეობის ენერგიას მოგანიჭებთ. ვარჯიშების მიზანი არის ინსა და იანს შორის ბალანსის დაჭერა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ დროს დაუთმობთ ვარჯიშს – მთავარია, იპოვოთ ის, რაც სჭირდება თქვენს სხეულს.
ამ რჩევებთაგან ზოგიერთის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება ძნელია, მაგალითად, კუნგ-ფუს ვარჯიში, ხოლო ლუნგის ენერგიაზე ჩვენში ალბათ ბევრს არც სმენია... თუმცა, ძირითადი არსი ამ რჩევებისგან ჭეშმარიტებაა და მათი გათვალისწინება ნამდვილად ღირს.