1. აზრები მატერიალურია. ის, რაზეც ფიქრობ, სრულდება.
თუ ადამიანი ცუდზე ფიქრობს ან ამბობს, ავადმყოფობა გვერდს არ აუვლის; ხოლო თუ კარგზე ფიქრობს, ბედნიერება არ უღალატებს. სწორად რომ იცხოვრო, ტვინი სწორი აზრებით უნდა დატვირთო. ყველა ქცევა აზრს მოსდევს. თუ აზრებს დაარეგულირებ, ქცევაც გაგიუმჯობესდება.
2. მცირედით დაიწყე.
გახსოვდეს, რომ დოქიც ნელ-ნელა, წვეთობით ივსება. მოთმინებით აღიჭურვე, იმოქმედე და ნელ-ნელა მიუახლოვდები მიზანს. წარმატება ერთ ღამეში არ მოდის. მისკენ შრომა და მოთმინება მიგიყვანს.
3. აპატიე. საკუთარ თავში ნუ ჩაიკლავ ბოღმას.
ეს იგივეა, ცხელ ნაკვერჩხალს რომ მოჰკიდო ხელი სხვისთვის სასროლად და თავად რომ დაგეწვება ხელი. ისწავლე პატიება, სწრაფი პატიება, ისე, რომ გულში არ დაიტოვო ბოღმის ნამცეციც კი.
4. შენს საქციელს აქვს მნიშვნელობა.
ციდან არავის ჩამოეყრება თავზე მილიონი. მის მოსაგროვებლად შრომა და გარჯა მოგიწევს, მაგრამ თუ პატიოსნად შრომობ, ღმერთი მოგეხმარება. თუ უპატიოსნო შრომით ცდილობ გამდიდრებას, იმასაც დაკარგავ, რაც გაქვს.
5. ისწავლე გარშემო მყოფთა მოსმენა.
ჯერ სხვებს მოუსმინე და მერე ამტკიცე საკუთარი სიმართლე. მუდამ შენ ვერ იქნები მართალი. უმჯობესია, მუდამ ბედნიერი იყო, ვიდრე მუდამ მართალი.
6. უმჯობესია საკუთარ თავს აჯობო, ვიდრე უამრავ ბრძოლაში გაიმარჯვო.
საკუთარ თავს რომ აჯობო, საკუთარ აზროვნებაზე უნდა გაიმარჯვო. აზრები უნდა აკონტროლო. შეიძლება გაგიკვირდეს, როგორ უნდა აკონტროლო აზრები, ფიქრი მაშინ მოდის, როცა მოესურვება. გპასუხობ მე: შენ არ შეგიძლია დაუშალო ჩიტს, თავზე გადაგიფრინოს, მაგრამ საკუთარ თავზე ბუდის გაკეთებას ხომ დაუშლი?!.
7. იცხოვრე ჰარმონიაში.
ჰარმონია შინაგანად უნდა მოდიოდეს. ნუ ეძებ გარეთ იმას, რაც გულიდან უნდა მოდიოდეს. ჰარმონია ახალი სამსახური, ახალი ქორწინება, ახალი მანქანა არაა. ჰარმონია - ეს სულის მდგომარეობაა და ის შენი გულიდან უნდა მოდიოდეს.
8. იყავი მადლიერი.
უმნიშვნელო საქციელზეც კი მადლობელი იყავი გარშემო მყოფების. ყოველ დილით მადლიერი იყავი უფლის, რომ გაგეღვიძა, რომ ხარ ჯანმრთელი და გაიღიმე. ძილის წინაც მადლიერი იყავი ღმერთის, რომ ცუდი არაფერი შეგემთხვა, რომ დღე ბედნიერად დაგიღამდა, რომ სამუდამო ძილით არ დაიძინე. იყავი მადლიერი; მადლიერი გული უძლიერეს ადამიანს აყალიბებს.