სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ დალევ ყავასა და ჩაის - გაგიუმჯობესდება ძილი და აღარ იქნები გაღიზიანებული და რაც მთავარია, გაგიქრება დაძაბულობისგან წარმოქმნილი ნაოჭები.
სცადე და 2 კვირის მანძილზე მშიერმა დაიძინე
რამდენიმე დღეში შეამჩნევ, რომ ყოველ დილით კარგ განწყობაზე და რაც მთავარია, გამოძინებული იღვიძებ; წონაშიც მოიკელი.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ შეკმაზავ კერძს მარილითა და პილპილით
შეამჩნევ, რომ გაანახევრებ საკვების ულუფას. სახიდან გაგიქრება შეშუპება, გახდები.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ნუ დალევ გაზიან სასმელებს
შეამჩნევ, რამდენად გემრიელია უბრალო წყალი. მოგიწესრიგდება კუჭ-ნაწლავის მუშაობა.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში მხრებგაშლილმა იარე
შეამჩნევ, როგორ გაგიუმჯობესდება მეხსიერება და აზროვნებაც გაგიუმჯობესდება, მამაკაცები კი თვალს გაყოლებენ.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ადამიანს, რომელიც არ გესიმპათიურება, ფიქრებში აჩუქე ძვირად ღირებული საჩუქრები და წარმოიდგინე, როგორ სიამოვნებას მიანიჭებ მას
შეამჩევ, რომ რეალურად, გაგიუმჯობესდება მის მიმართ დამოკიდებულება და შეხვედრისას გაუღიმებ კიდეც.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში კომპიუტერი და ტელევიზორი დაძინებამდე 2 საათით ადრე გამორთე
გაიხსენებ ჰობის და შეიძლება ახალი შემოქმედებითი იდეებიც დაგებადოს.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ტელეფონით და ინტერნეტით მხოლოდ საქმეზე ისაუბრე
შეამჩნევ, რომ ყველა საქმის გაკეთებას ასწრებ.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ყოველთვის, როცა მოწევა მოგინდება, შეჭამე ვაშლი (ფორთოხალი, ბანანი, დალიე წყალი)
მალევე მიხვდები, რომ გაგიუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფილტვებიც გაგეწმინდება.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში გაუღიმე ყველა შემხვედრს
დარწმუნდები, რომ გარშემო არ გადაშენებულან კეთილი ადამიანები და შენი დღე "ღიმილით" ჩაივლის.
სცადე და 2 კვირის განმავლობაში ერთი საათით მაინც განმარტოვდი ბუნებაში, მოისმინე ბუნების ხმები, დატკბი მისი სილამაზით
მიხვდები, რომ ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ. აღარ მოგინდება მისი დაბინძურება და არც სხვებს მისცემ ამის უფლებას.