ფსიქო

5 რამ, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მამაკაცის გაცნობისას

5 რამ, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მამაკაცის გაცნობისას
თქვენ მიმზიდველი ხართ, ის კი - საოცრად მიმზიდველი; როცა ერთმანეთს უყურებთ, თქვენ შორის იმპულსების ფეირვერკი ჩნდება - და აი, თქვენ უკვე მზად ხართ პირველი პაემნისთვის და გული გიფანცქალებთ იმის წარმოდგენაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
მაგრამ ყველაზე ამაღელვებელ რომანტიკასაც ხელს არ შეუშლის დაკვირვება და ფხიზელი ანალიზი.

1. ეს უბრალოდ ფლირტია თუ სერიოზული ურთიერთობის დასაწყისი?

სულ პირველ შეხვედრაზეც შეგიძლიათ გაარკვიოთ, რამდენად ემთხვევა თქვენი შეხედულებები რომანტიკულ ურთიერთობებზე. თავიდანვე გეტყვით, რომ "სწორი" ან "არასწორი" პოზიციები ამ საკითხში არ არსებობს -
თქვენ, უბრალოდ, უნდა გაარკვიოთ, ერთ პოზიციაზე დგახართ თუ არა. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭირო არ არის არანაირი დაკითხვა ან კაპიტალური საუბრები ოჯახისა და ქორწინების ფასეულობებზე - არანაირი! უბრალოდ და მარტივად შეეხეთ ამ თემას. მაგალითად, ასე: "ბოლო დროს ჩემი ახლობლები გაცნობის საიტებს ხშირად სტუმრობენ, საკუთარ თავზე ცდიან ექსპრეს-გაცნობის შედეგებს. სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ეს სწორია თუ არა..." ასე თქვენ შეძლებთ, დაუფიქსიროთ მას თქვენი პოზიცია - შემდეგ კი მოისმინოთ, ის რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

Image result for flirt gif

2. როგორ საუბრობს ქალებზე?

სულერთია ვისზე - კოლეგებზე, ნაცნობებზე, გამვლელებზე, შორეულ ნათესავებსა თუ საკუთარ ყოფილ ცოლზე, - დააკვირდით როგორ საუბრობს ის მათზე. თუ მის მონათხრობში ჭარბობს ფრაზები: "ის ქათამი", "მოუშორებელი ჭირი", "როგორც ყველა ქალი, ისიც სულელი იყო..." - უკანმოუხედავად გაიქეცით. და პირიქით, აღმაფრთოვანებელი და ერთი შეხედვით, მომნუსხველი კომპლიმენტი - "შენ სხვა ქალებს არ გავხარ" - არ გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ, აბსოლუტურად სანდო მომენტში უცებ არ აღმოჩნდებით კატეგორიაში "სხვა ქალები". სასურველია, მინიმუმ გაარკვიოთ, მისი აზრით, როგორები არიან ის "სხვა ქალები"?

Image result for flirt gif

3. რითი დასრულდა მისი ბოლო რომანი?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დარწმუნებული უნდა იყოთ - დასრულდა კი? თუკი ის ამ მარტივ და პირდაპირ შეკითხვაზე ღრმად ამოიოხრებს და სევდიანად მიაშტერდება ერთ წერტილს ან აღმოხდება: "ოო, აქ ძალიან რთულად არის საქმე..." - კარგად დაფიქრდით, ღირს გააგრძელოთ ურთიერთობა ასეთ მძიმე ფონზე? როცა რომანი მთავრდება, გასაგებია, რომ მარტივი და უდარდელი არცერთ შემთხვევაში არ იქნება, მაგრამ იმისათვის, რომ გააგრძელო ცხოვრება და იარო წინ, უნდა შეგეძლოს დაასრულო ისე, რომ აღარ ოხრავდე წარსულზე. ყოველ შემთხვევაში, თქვენ ეს არანაირად არ გჭირდებათ.

Related image

4. რას ფიქრობს იმის შესახებ, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია?

შესაძლოა, თქვენ აქტიურად იბრძვით გლობალური დათბობის წინააღმდეგ, იცავთ ავსტრალიის პატარ-პატარა ტომებს ან საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში ხართ აქტიურად ჩართული. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, თავიდანვე მოუყვეთ ახალ ნაცნობს თქვენი ინტერესების შესახებ. შესაძლოა, ამან მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არც მოახდინოს, მაგრამ წარმოდგენა მაინც შეექმნება თქვენი პრიორიტეტებისა და პრინციპების შესახებ. ან იქნებ მანაც აღმოაჩინოს საკუთარი თავი თქვენთვის საინტერესო რომელიმე სფეროში ან საერთოდაც, იქნებ ის ამ მხრივაც თქვენი მონათესავე სულია. მაგრამ გამორიცხული არ არის, მამაკაცმა, უბრალოდ, ვერ გაგიგოთ - და ამით ყველაფერი დასრულდეს. ეს უკვე უკეთესი იქნება - როგორ შეიძლება ააწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომლისთვისაც სულერთია თქვენი ინტერესები?!

Related image

5. რამდენად დაკავებულია?

თუ ის კვირაში 8 დღე და დღე-ღამეში 25 საათი დაკავებულია, დიდი შანსია, რომ თქვენი ურთიერთობა ვერც მჭიდრო იყოს და ვერც ძალიან რომანტიკული. იქნებ სწორედ ასეთზე ოცნებობდით ყოველთვის - მაგრამ მაინც კარგად უნდა დაფიქრდეთ, გინდათ თუ არა ეს? და პირიქით: შესაძლოა, სამსახური მას სულაც არ აქვს, არც არასოდეს ჰქონია და სავარაუდოდ, არც ექნება. ამ შემთხვევაში დააზუსტეთ: ის სუფთა სულის პოეტია, რომლისთვისაც ყველაფერი ამქვეყნიური უცხოა თუ ადამიანია, რომელსაც ზედმეტად მიწიერი პრობლემები აქვს? ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია, ამის შესახებ ისაუბროთ - მით უმეტეს, მამაკაცს ყოველთვის სიამოვნებს, როცა ქალი მის და მისი საქმიანობის მიმართ გულწრფელ ინტერესს იჩენს. და თუ მას ამის შესახებ საინტერესოდ და შემოქმედებითად შეუძლია საუბარი - ეს საერთოდაც, არაჩვეულებრივია!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93