ფსიქო

როგორ გავარკვიოთ მოწონებული მამაკაცი ჩვენი მომავალი ქმარია თუ არა?

როგორ გავარკვიოთ მოწონებული მამაკაცი ჩვენი მომავალი ქმარია თუ არა?
როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ მას პარტნიორის, ბოიფრენდის, საყვარლის ან ბოლოს და ბოლოს ქმრის სტატუსი მიანიჭოთ.

თქვენ წინაშეა რამდენიმე ფაქტორი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავთ, მზად არის თუ არა მამაკაცი ქორწინებისთვის და მზად ხართ თუ არა თქვენ, რომ იგი თქვენს ქმრად, თქვენი შვილების მამად მიიღოთ.

1. მის გვერდით არ თამაშობთ, ბუნებრივი ხართ


დღეები არსებობს კარგი და ცუდი; საღამოები - რომანტიკული და სანერვიულო. ორშაბათის დილა ბედნიერებით გაცისკროვნებული და საქმეებით გადატვირთული. მაგრამ თუ საყვარელი მამაკაცის გვერდით ღიმილის "მიკერება" არ
გიწევთ, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა. ცხოვრების ეტაპები არსებობს შავი და თეთრი. თუ მასთან ორივე ფერზე გულახდილად შეგიძლიათ საუბარი და ისიც გისმენთ, ცდილობს დაგეხმაროთ, ხელი ჩაჭიდეთ და აღარ გაუშვათ. მას უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ - ემოციურო, ალოგიკური, იმპულსური და ძლიერ მგრძნობიარე.

2. მისი ბედნიერება თქვენი ბედნიერებაა და პირიქით


ადრე მიაჩნდათ, რომ მყარი კავშირისთვის პარტნიორებს საერთო ინტერესები უნდა ჰქონოდათ. დღეს ასე აღარაა. არაა აუცილებელი თქვენც ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი იყოთ, ან საყვარელ მამაკაცთან ერთად ქარგავდეთ. მთავარია, მისი მისწრაფებები თქვენში უარყოფით ემოციებს არ იწვევდეს. შეიძლება ერთნაირი შეხედულებები, გემოვნება არ გქონდეთ, მაგრამ ამის გამო კი არ ხოცავდეთ ერთმანეთს არამედ ერთმანეთს ახალ-ახალი შეგრძნებების სასიამოვნო მხარეები დაანახვოთ.

3. გსურთ, პირველად მას მიმართოთ



თუ მხოლოდ უსიამოვნო ამბების კი არა, დადებითი მომენტების გაზიარებაც მხოლოდ მისთვის გსურთ. და ისიც ასე იქცევა, ე.ი. ის თქვენია და თქვენ - მისი. შეწყვიტეთ სხვა მამაკაცებზე "ნადირობა".

4. ღებულობთ ისეთს, როგორიცაა


თუ არ გსურთ მისი გადაკეთება, არ ცდილობთ შეუცვალოთ ჩაცმის სტილი, ჩამოაშოროთ მეგობრებს და რაც მთავრია, არ ფიქრობთ, რომ ქორწინების შემდეგ მას სრულიად დაიმორჩილებთ და ისეთაც აქცევთ, როგორადაც გსურთ, გილოცავთ. მის მიმართ სერიოზული გრძნობები გაკავშირებთ და რაც მთავარია, პატივს სცემთ, როგორც ჩამოყალიბებულ პიროვნებას

5. ერთნაირი შეხედულებები გაქვთ ურთიერთობაზე


როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური ქორწინება, როგორ უნდა იყოს გადანაწილებული როლები ოჯახურ ცხოვრებაში. სამ შვილზე ოცნებობთ, ოკეანის პირას ცხოვრებაზე? თუ თქვენი მიზნები, შეხედულებები ემთხვევა. საერთო ოცნებებს უფრო ადრე და მარტივად განახორციელებთ.

6. იგი უბრალოდ კი არ გისმენთ, მას ესმის თქვენი


მხოლოდ ახლობელ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის გაგება. ის, რასაც ერთმანეთს ეუბნებით, გაგებული უნდა იქნას. თუ ერთმანეთის არ გესმით, გაგიჭირდებათ საერთო მომავლის შექმნა.

7. უფრო ხშიარდ კამათობთ, ვიდრე სექსი გაქვთ


კამათი, კრიტიკა, ფრაზები: "ესეც ვიცოდი", შეშინების მიზნით დედასთან რამდენიმე დღით გაქცევა - ამ და სხვა ხერხებს ქალები მამაკაცების შესაშინებლად, მათთით მანიპულირებისთვის იყენებენ. თუმცა, "ჯადოსნური საშუალება" ხშირად არ ამართლებს და მამაკაცი სხვა ქალის ძებნას იწყებს.

პირიქით, ეცადეთ, უფრო მოსიყვარულე, თბილი და გულისხმიერი იყოთ მის მიმართ. ვის მოუნდება იმ ქალის მიტოვება, რომელიც ზრუნავს და უფრთხილდება თავის მამაკაცს, რომელიც მისთვის ყოვლისშემძლე და განუმეორებელია?!.

უნდა ეცადოთ ურთიერთობების გაუმჯობესება, უსიამოვნებების შეთანხმებულად მოგვარება და არა გაბუტვა და პრობლემებისგან გაქცევა.

სტატიის წაკითხვის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანეთ, გსურთ საყვარელ მამაკაცს ცოლად გაჰყვეთ, მისი შვილების დედა გახდეთ?
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93