ფსიქო

22 ცხოვრებისეული წესი, რომელიც სჯობს ახალგაზრდობაშივე იცოდე

22 ცხოვრებისეული წესი, რომელიც სჯობს ახალგაზრდობაშივე იცოდე
22 ცხოვრებისეული წესი:
  1. ბავშვობა მაშინ სრულდება, როცა პირველ ფულს გამოიმუშავებ - მას შემდეგ გარშემო მყოფებისთვის ფულისმომტან არსებად იქცევი.
  2. საგანმანათლებლო სისტემა აქტუალობას კარგავს იმ მომენტში, როცა მერხს მიუჯდები - რადგან მსოფლიოში მიმდინარე ყოველდღიურ მოვლენებს იგი ვერ ეწევა.
  3. უნდა იკითხო კლასგარეშე "მოსაწყენი წიგნები" - შეუჩერებლად იკითხე საგანმანათლებლო ლიტერატურა. თუ კითხვას ბავშვობაში არ შეიყვარებ, ერთადერთი, რასაც დიდობაში წაიკითხავ, ტელევიზორში მორბენალი სტრიქონები იქნება. რაც არ ინტელექტს აგიმაღლებს და არც ჭკვიანობაში ჩაგეთვლება.
  4. მსოფლიოს უხილავ მბრძანებლებს სურთ, მოსახლეობა ტელედებილებად აქციონ -
    თუ გაუნათლებელი ხარ და თანაც, დილიდან დაღამებამდე ტელევიზორს მიჩერებული, შეიძლება ისე მოგაქციონ საკუთარი გავლენის ქვეშ, ან ისე გაყიდინონ უსარგებლო ნივთი, რომ ვერც მიხვდე.
  5. გარშემო მყოფები ინფორმატორები არიან - ეცადე ისწავლო გარშემო მყოფების მოსმენა და მათთან ურთიერთობა. მათი დახმარებით შეიძენ მეგობრებს, იშოვი სამსახურს, გაიგებ უამრავ, შენთვის საჭირო ამბავს.
  6. დააფასე უფროსების სიბრძნე - ნუ გგონია, რომ მათ მოძველებული შეხედულებები, აზრები აქვთ. მათ სიბრძნე წლების მატებასთან ერთად შეიძინეს და ხშირად ადამიანის ზრახვების ამოცნობა მათი გაცნობისთანავე შეუძლიათ. მათ რჩევით საკუთარი პრობლემების მოგვარება შეგეძლება.
  7. იმეგობრე იმ ადამიანებთან, ვისგანაც კარგ მაგალითს აიღებ - შეარჩიე წარმატებული ადამიანები. ეცადე მათთსავით წარმატებული და მათზე უკეთესი გახდე. და ასე მთელი ცხოვრება.
  8. მორიდებულობა უმთავრესი მტერია - თუ მორიდებულად კუთხეში იდგები, ყველას შენ წინ გაატარე, ცხოვრებაში კარგს ვერაფერს მიაღწევ. ყველას ეგონება, რომ არაფერს წარმოადგენ და არც არავინ დაინტერესდება შენით. მიზანმიმართული და მებრძოლი უნდა იყო. მხოლოდ ასე შეძლებ მიზნის მიღწევას.
  9. გვერდით ერთგული მებრძოლები უნდა გყავდეს- ნუ დაიმეგობრებ ადამიანს, თუ მასში რაღაც არ მოგწონს და ეს "არ მოგწონს" ყველა მის დადებით თვისებას გადაფარავს.
  10. უნდა გარისკო, თუ არაფერს კარგავ - დროის გასვლის შემდეგ, როცა ოჯახს შექმნი, შვილები გეყოლება, გარისკვას უფრო ვერ შეძლებ. ამიტომ, სანამ ახალგაზრდა ხარ, თანაც დასაკარგი არაფერი გაქვს, - გარისკე.
  11. ხელმომჭირნე უნდა იყო - არაა აუცილებელი ყველაფერი რაც მოგეწონება იყიდო. ფული სისულელეებში გადაყარო. უმჯობესია, ფული დააგროვო და რაიმე საქმეში დააბანდო ან ძვირად ღირებული ნივთი შეიძინო. გახსოვდეს, ფული საშუალებაა და არა მიზანი.
  12. შეისწავლე სამყარო - დახარჯე ფული მოგზაურობაზე, შთაბეჭდილებების მიღებაზე და არა ნივთებზე, სამოსზე.
  13. ფული უნდა გამოიმუშაო - არანაირი ფულის დაზოგვა მატერიალურად უზრუნველყოფილს არ გაგხდის. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი გაქვს ახლა ხელფასი. მთავარია, რომ მუშაობა დაიწყე, ცოტა ხანში პროფესიონალადაც ჩამოყალიბდები და შემოსავალიც გაგეზრდება.
  14. დიდი ფულის მოგება ახალგაზრდობაში უბედურებაა - ვისაც ახალგაზრდობაში ბევრი ფული და პატარა გამოცდილება აქვს, არასწორ ნაბიჯებს დგამს. ადვილად მოსული ფული სწრაფად იხარჯება და ტკივილისა და იმედგაცრუების მეტი არაფერი მოაქვს.
  15. შეადგინე სამოქმედო გეგმა - ვინ გინდა გახდე მომავალში, როგორ უნდა მიაღწიო მიზანს, რა საშუალება უნდა გამოიყენო, რა უნდა ისწავლო და რა მავნე ჩვევები უნდა დაძლიო. ჩამოწერე ყველაფერი, რაც დაგეხმარება წარმატების მიღწევაში და რაც ხელს შეგიშლის.
  16. შეინარჩუნე ფიგურა - ყოველდღიურად თუნდაც 15 წუთი დაუთმე ვარჯიშს. თავდაპირველად გაგიჭირდება, მაგრამ მერე შეეჩვევი. სამაგიეროდ, მუდამ მოხდენლი ტანი გექნება და მტანჯველ დიეტაზე ყოფნა არ მოგიწევს.
  17. მიეჩვიე დამოუკიდებლობას - მარტო სიტყვით არა, საქმითაც: ისწავლე საჭმლის მომზადება, რეცხვა, სახლის დალაგება, პროდუქტების ყიდვა.
  18. ნუ ენდობი მეხსიერებას - რაოდენ უნიკალური მეხსიერების პატრონიც არ უნდა იყო, უმჯობესია ყველა მნიშვნლოვანი თარიღი, მოვლენა ჩაინიშნო.
  19. იოცნებე - ნურავის დაუჯერებ, თუ გეუბნებიან, რომ ღრუბლებში ფენას უნდა მოეშვა და მიწაზე დაეშვა. რაც უფრო მეტს იოცნებებ, მით უკეთესი. იოცნებე რა გსურს და როგორ უნდა მიაღწიო საწადელს.
  20. ადამიანის აღზრდაზე მისმა მშობლებმა უნდა იზრუნონ - არ ეცადო არავის გადაკეთება. ეს დროისა და ნერვების ტყუილი ხარჯვაა. მოძებნე ისეთ, ვისაც არ გადააკეთებ და ისეთად მიიღებ, როგორიცაა.
  21. იყავი ზრდილობიანი, ილაპარაკე კორექტულად - დამახინჯებული ფრაზები, უწმაწური სიტყვები და თავხედობა არც ერთ გოგოს არ შეშვენის. ისე იმეტყველე, რომ შენი ყველა ასაკისა და განათლების ადამიანს ესმოდეს.
  22. ჯანსაღი კონკურენცია - ცხოვრება ბიზნესია, იყავი მიზანმიმართული, სამართლიანი და ყოველთვის გქონდეს მიზანი, ყველგან და ყველაფერში იყო საუკეთესო.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 12 /
მარიამი
ძალიან კარგი სტატიაა. მომეწონა ძალიან მოგზაურობაზე ნათქვამი :)
11:00 / 10-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ბაბი
მართლა ძალიან მომეწონა და ეხლა კი ნამდვილათ დამეხმარა ..ჩამოიარონ კიდე იმათმა და ნახონ თუ გავატარებ:) :)
23:15 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93