ფსიქო

3 მეთოდი, აგრძნობინო შენს ტვინს, რომ ბედნიერია. ყველაფერი მხოლოდ შენს ხელშია!

3 მეთოდი, აგრძნობინო შენს ტვინს, რომ ბედნიერია. ყველაფერი მხოლოდ შენს ხელშია!
ეს მართლაც შესაძლებელია – აგრძნობინო ტვინს, რომ ბედნიერია! შენი გადასაწყვეტია, როგორ აღიქვამ ცხოვრებას და რა რეაქციები გექნება ცხოვრებისეულ მოვლენებზე. ნუ იჩქარებ, სკეპტიკურად შეიჭმუხნო სახე, ეს მართლაც ასეა.
ადამიანის ტვინი, რომელიც გამუდმებით იმაზეა მომართული, იპოვოს შეცდომები და ნეგატიური მომენტები, ეჩვევა ამ რიტმში მუშაობას. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ იურისტები, ადვოკატები და სხვა ადამიანები, რომელთა სამუშაოც ნეგატიური მასალის განხილვას ეხება, ორჯერ ხშირად ავადდებიან დეპრესიით. მათი ტვინი მომართულია, ეძებოს ყველგან შეცდომა, სამსახურის გარეთაც კი. ეს კი წამლავს ცხოვრებას,
რადგან თუ ამის სურვილი გაქვს, ცუდს ყველგან და ყველაფერში იპოვი!

ჰარვარდის უნივერსიტეტში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურსად "ბედნიერების მეცნიერება" ითვლება. რა თქმა უნდა, ყველასათვის საინტერესოა, როგორ მოიპოვოს ჰარმონია და შთაგონება ცხოვრებაში!

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს, არც ისე ბევრი რამ არის საჭირო. ასწავლე შენს ტვინს, ეძებოს კარგი, გადაერთოს პოზიტივსა და მადლიერების გრძნობაზე. საკმარისია აღმოაჩინო მხოლოდ სამი ისეთი რამ, რისთვისაც შენ ამ დღის მადლობელი ხარ და... ბედნიერების გრძნობა მაშინვე დაგეუფლება.

გახსოვდეს მხოლოდ კარგი, ჩაიწერე დადებითი მოვლენები. ძალიან კარგი პრაქტიკაა – ძილის წინ ჩამოწერო ის, რისთვისაც ამ დღის მადლობელი ხარ. მოხუცები სწრაფად და მარტივად ივიწყებენ ცუდს და ძირითადად, კარგი მოგონებებით ცხოვრობენ. სწორედ ამიტომაც ადამიანები ასაკში უფრო ბრძენები და ჰარმონიულები არიან.

თუკი გჩვევია ყველაფრის მუქ ფერებში დახატვა, შესანიშნავი დამხმარე იქნება სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის შედარება. ვიცით, მთელი ცხოვრება იმას გიჩიჩინებდნენ, რომ სხვას არ უნდა შეედარო, მაგრამ ამ შემთხვევაში, უბრალოდ, სწორად უნდა გააკეთო შედარება – იმ ადამიანებთან, რომელთა ხვედრიც შენსაზე უარესია. ეს მეთოდი უცებ მოგიყვანს ხასიათზე და ბედნიერად გაგრძნობინებს თავს.

ხანდახან ცხოვრებაში ისეთი რაღაცები ხდება, რომლებიც, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, არ მომხდარიყო. თუკი არ გტოვებს მოგონებები და თავს უიღბლოდ თვლი, გირჩევ, ხელახლა გადახედო შენს ცხოვრებას, გონებაში გადაწერო შენი ისტორია, მოიფიქრო პოზიტიური სცენარი. ძალიან სწრაფად ტრავმა, რომელიც აქამდე არ გასვენებდა და მტკივნეულად განიცდიდი, გაქრება! სცადე.

განეწყე უკეთესზე, იყავი ოპტიმისტი! იყო ბედნიერი თუ იტანჯო – შენი არჩევანია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თემო
რა თქმა უნდა მართალია,ხოლო ეს ფორმულა ქრისტემ 20 საუკუნის წინ გვიქადაგა.ამინ
16:12 / 18-01-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93