მართალია, რომ მამაკაცებს სულელი ქალები მოსწონთ? რა ჩავიცვათ, რომ მამაკაცების ყურადღება მივიქციოთ? როგორ მოვიქცეთ, საყვარელ მამაკაცს ჩვენდამი ინტერესი რომ არ დაეკარგოს? ანუ გავერკვეთ სიმართლეში, რა მოსწონთ და არ მოსწონთ მამაკაცებს ქალებში. მამაკაცების აზრი, ქალების მოსაზრებებზე.
სექსუალური სამოსი
მამაკაცის ყურადღების მისაქცევად ზოგიერთი ქალი სამოსში იყენებს ულტრამინი კაბას, ღრმა დეკოლტეს, მყვირალა ფერებს და მეტისმეტად მომდგარ სამოსს. მისი აზრით, სწორედ ასეთი ჩაცმულობით შეიძლება მამაკაცის ყურადღების მიქცევა.
სინამდვილეში: ლამაზი გარეგნობა, რა თქმა უნდა, პირველია, რასაც მამაკაცი ქალში ხედავს. ჩვენ მოგვწონს მოვლილი თმა, ჯანმრთელი კანი, იდეალური სხეული და ლამაზად, გემოვნებით ჩაცმული ქალი. მან უნდა იცოდეს საკუთარი თავს ფასი, იცოდეს სხეულის რა ნაწილი გამოჩინოს და რა სიტუაციაში რა ჩაიცვას.
დამოკიდებული მამაკაცზე
ქალებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცზე უნდა იყვნენ დამოკიდებული ფინანსურად, რომ მამაკაცმა უნდა მიიღოს ქალის მაგივრად ყველა გადაწყვეტილება, რომ მამაკაცი უნდა იყოს მისი დამცველი, მფარველი, სპონსორი.
სინამდვილეში: ეს მოსაზრება ალბათ ქალებმა მოიგონეს, რომ გაამართლონ თავიანთი სიზარმაცე და არშემდგარობა. ამით ვერც ერთი ქალი ვერ მიიქცევს მამაკაცის ყურადღებას. მამაკაცს, რა თქმა უნდა, სურს, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი საყვარელი ქალი, მაგრამ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი მოსაზრება, ინტელექტი, აბა, მაშინ თავი რისთვის აბია?!. ინფანტილური ქალები, რომლებზეც ანეკდოტებს ჰყვებია,ნ გაცნობისას, რომანის დასაწყისში შეიძლება მოეწონოს ზოგიერთ მამაკაცს, მაგრამ მერე მალევე მობეზრდება, დაგვიჯერთ.
მსხვერპლი
გათხოვების შემდეგ მამაკაცის გულისთვის ქალი ყველაფერზე ამბობს უარს: სამსახურზე, ვარჯიშზე, დაქალებთან შეხვედრაზე, ჰობისა და საყვარელ გასართობზეც კი. და მთელ დროსა და ენერგიას ერთადერთსა და განუმეორებელს უძღვნის.
სინამდვილეში: მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელსაც აქვს ინტერესები, დარწმუნებულია საკუთარ თავში. აღსავსეა გამოცანებითა და თავსატეხებით, რომელსაც აქვს საკუთარი სამყარო და არც ცდილობს გათხოვების შემდეგ საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვას.
სექსის დედოფალი
გავრცელებული მითია, რომ მამაკაცებს სექსში გამოცდილი ქალები მოსწონთ. რომელიც პირველივე სექსის დროს გამოაჩენს თავის პროფესიონალიზმს.
სინამდვილეში: ურთიერთობაში სექსუალური ჰარმონია და თავსებადობა ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, მამაკაცს მოსწონს სექსი, სექსი საყვარელ ქალთან და თუ ის გამოუცდელია, საშიში არაფერია. მამაკაცს მოსწონს კიდეც ქალისთვის რაღაცის სწავლა, მისთვის აღმოჩენების გაკეთება და დროთა განმავლობაში წყვილი იდეალურ სექსუალურ სიამოვნებას მიიღებს, თუ არ მოერიდებათ ერთმანეთისთვის კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოსმენა.