თუ ადამიანი სიმართლეს ამბობს, ემოციურად საუბრობს და თავისუფლად ჟესტიკულირებს. როცა ტყუის, ჟესტების რაოდენობა იკლებს. იცის, რომ ჟესტებმა შეიძლება გათქვან.
როცა ადამიანი ტყუილს ამბობს, იგი ცდილობს, მოეფაროს მოსაუბრეს. მაგალითად, მოეფაროს წიგნებს, ჩანთას, კომპიუტერს. ფსიქოლოგიურ ენაზე ამას ბარიერების აღმართვა ჰქვია.
თუ საუბრისას ადამიანი ან სტრესს განიცდის, ან იტყუება, იგი ხშირად ეხება ცხვირს, ტუჩებს, ლოყებს.
მოსაუბრე იმ შემთხვევაში იტყუება, თუ საუბრისას აწვალებს ფანქარს, ტელეფონს, ჭიქას, ჰალსტუხს, საათს, სამკაულს და ა.შ.
თუ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე მოსაუბრე ახველებს, ნაფაზს არტყამს, წყალს (ყავა, ჩაი) სვამს, იგი ტაიმ-აუტს იღებს, რათა "სწორი პასუხი" მოიფიქროს. ასეთი პასუხი კი შეიძლება ტყუილი იყოს.
თუ საუბრისას ადამიანი დაგშორდათ და ბარიერის ჟესტები - "სდექ" ან "ჯვარი" გამოიყენა. ე.ი. იგი სტრესულ სიტუაციაშია და შესაძლოა, მოგატყუოთ კიდეც.
როცა ადამიანი სიმართლეს ამბობს, იგი მოდუნებულია, ტყუილის თქმისას - დაძაბული.
მატყუარას გამოჭერა დეტალებში ჩაკირკიტებით შეგიძლიათ: დააკონკრეტებინეთ, დეტალურად აახსნევინეთ და... მოსაუბრეს ტყუილში გამოიჭერთ.
გახსოვდეთ, ტყუილის გამოვლენა ერთი ჟესტით შეუძლებელია. რამდენიმე ნიშანი მაინც უნდა ამოიცნოთ.