არაფერი ისე არ ხიბლავს მამაკაცს, როგორც ურთიერთობა რთული ხასიათის მქონე ქალთან.
ემოციების ზღვა, ვნება, სექსუალურობა, იდუმალება... ეს სამართებელზე სიარულს ან მოქმედ ვულკანთან ახლოს ყოფნას გავს – გინდა, მაგრამ საშიშია.
ასეთ ქალთან ურთიერთობა არა მხოლოდ საოცრად საინტერესოა, არამედ დამღლელიც. დიახ, შენ კაშკაშა ხარ, ფეერიული და ოდნავ გიჟიც. შენ – ოცნება ხარ და ამავე დროს კოშმარი, განსხეულებული ვნება, ამქვეყნიური ჯოჯოხეთიც და სამოთხეც. შენი მოთვინიერება შეუძლებელია და რაც მთავარია, ძალიან ძნელია შენი სიყვარული.
არადა, ისევე როგორც ყველა ქალს, შენც უბრალო ქალური ბედნიერება გჭირდება: გინდა გიყვარდეს და უყვარდე. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა ყველა შენი რომანი სწრაფადვე მთავრდება? პირველ რიგში დაიმახსოვრე ორი მარტივი ჭეშმარიტება:
როცა შენს მეორე ნახევარს შეხვდები, არ ჰკითხო საკუთარ თავს "რისთვის დაიმსახურე ასეთი ჯილდო?". შენ გაქვს უფლება, იყო ბედნიერი!
წარუმატებელმა რომანებმა შესაძლოა ბევრ ადამიანს დაუქვეითოს თვითშეფასება. ამ დროს საკუთარი თავის მიმზიდველობაშიც ეჭვი გეპარება, იწყება თვითანალიზისა და თვითგანადგურების რთული პერიოდი.
თუკი დაიწყე იმაში ეჭვის შეტანა, გაქვს თუ არა სიყვარულის უფლება, იცოდე: შენ უბრალოდ ვალდებული ხარ იყო ბედნიერი და შეყვარებული.
რა თქმა უნდა, შენი სიყვარული მარტივი არ არის, მაგრამ თუ იპოვი ადამიანს, რომელიც გულწრფელად და მთელი გულით შენი იქნება, ჩათვალე, რომ მან შენ დაგიმსახურა.
ადამიანი, რომელიც შეძლებს აიტანოს შენი რთული ხასიათი, საოცრად მომთმენი უნდა იყოს. და სწორედ მისგან შენ ისწავლი სხვის გაგებას, რომ სიყვარული – ეს მოთმინებაა და რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს.
შენ ვერასოდეს შეძლებ შეიყვარო სხვა ადამიანი, სანამ არ ისწავლი საკუთარი თავის სიყვარულს. როცა ამ შეცდომას გამოასწორებ, შენი ურთიერთობები აღარ დასრულდება სრული ფიასკოთი. ისწავლე მარტოობის დაფასება. გამოიყენე ეს დრო თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფილებისთვის.
თუ არ იცი, რას ნიშნავს სიტყვა კომპრომისი და ნებისემიერი შენს გარეშე მიღებული გადაწყვეტილება შენში ბრაზსა და ნეგატიური ემოციების ზღვას იწვევს, შენი ურთიერთობა დასასრულისთვის არის განწირული. უბრალოდ იმის გააზრებაც, რომ სიყვარული დიალოგებისგან, დათმობისა და კომპრომისებისგან შედგება, დიდხნიან და სრულფასოვან ურთიერთობას მოგიტანს. სიყვარულის არა მხოლოდ მიღება უნდა შეგეძლოს, არამედ გაცემაც.
თუკი მიეკუთვნები ქალთა იმ ტიპს, რომლებიც მალავენ საკუთარ ინდივიდუალურობას იქამდე, სანამ ამის საშუალება არ მიეცემათ – შეცვალე თამაშის წესები. მიიღე საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ. მარტივ და მსუბუქ გოგოებთან ცხოვრება შესაძლებელია დაძაბულობის გარეშე, მაგრამ ძალიან მოსაწყენია. შენი ინდივიდუალურობა შენთან ერთად ყოფნას საოცრად საინტერესოსა და ემოციებით სავსეს ხდის. ეს კი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს.
შენ არ ხარ ცუდი, უბრალოდ სხვანაიარი ხარ. რთული და უცნაური, მაგრამ საოცრად მომხიბვლელი. მხოლოდ მამაცი გულის მქონე მამაკაცებს შეუძლიათ შენი სიყვარული, ხოლო სუსტები წააგებენ ბრძოლას. ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული მიუხედავად რთული ხასიათისა და ნუღარ იფიქრებ იმის შესახებ, რომ შენთან ურთიერთობა შეუძლებელია. სწორედ ამ რთული ხასიათის და უცნაურობისთვის შეგიყვარებს ის ერთადეთი, რომელიც გიმსახურებს!
მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელი მშვენიერია – უნიკალური, კაშკაშა და საოცარი! იყავი ის, რაც ხარ ნებისმიერ სიტუაციაში და აუცილებლად შეხვდები შენს სიყვარულს.