ოჯახი

რა ჯობია სინამდვილეში - დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება თუ მათ გარეშე?- ქართველი რძლის აღიარება

რა ჯობია სინამდვილეში - დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება თუ მათ გარეშე?- ქართველი რძლის აღიარება
ცოტა ხნის წინ სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებდი ცალკე, ჩემი ქმარ-შვილით, ანუ დედამთილ-მამამთილის გარეშე.

მერე გადავხედე ჩემი ნაცნობ-მეგობრების ოჯახებს, გავაანალიზე ბევრი რამ და დავრწმუნდი, რომ ბევრი პლუს-მინუსი აქვს ორივე მდგომარეობას – როცა მარტო ცხოვრობ და როცა ქმრის ოჯახთან ერთად ცხოვრობ. ამ პლუს-მინუსებს ახლა თქვენც გაგიზიარებთ და იქნებ, თქვენს ცხოვრებას ცოტა სხვა კუთხიდან შეხედოთ. იქნებ, მხოლოდ მინუსებს ხედავთ და სინამდვილეში, დადებითიც ბევრი აქვს თქვენს მდგომარეობას.

როცა დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობ...

პლუსები (ეს იმ შემთხვევაში, როცა ნორმალურ
ოჯახში ხვდებით. ქაჯები არ იგულისხმებიან. და როცა არც თქვენ ხართ ქაჯი:)):

* არ გიწევს ბევრი ფიქრი იმაზე, თუ ვის დაუტოვო ბავშვი და თუ დედამთილი დიასახლისია, ძიძაზე და სხვა დამხმარეებზე ფიქრი, პრაქტიკულად, არ გიწევს;

* ასევე არ გიწევს ბევრი ფიქრი სადილ-ვახშამზე. თუ შენ ვერ მოასწრებ, არ ინერვიულებ, რომ მთელი ოჯახი მშიერი დარჩება;

* როცა არ ავად ხარ ან რაიმე სხვა მიზეზი გაქვს შეუძლოდ ყოფნის, იმედი გაქვს, რომ შენ თუ არა, ბავშვებს მაინც მიხედავს ვინმე;

* როცა ქმარი სათანადოდ ვერ ასრულებს მამის მოვალეობებს ან ვერ შოულობს ფულს, არის შანსი, რომ ეს მისმა მშობლებმა შეასრულონ – მაქსიმუმ, დასაქმებული იყოს რომელიმე და გარჩენდეთ, მინიმუმ – პენსია მაინც ჰქონდეთ.

* ხანდახან, როცა ძალიან გინდათ დამლაპარაკებელი, შორს წასვლა არ მოგიწევთ;

* ბავშვები დიდი ოჯახის გარემოცვაში იზრდებიან, სწავლობენ უფროსების პატივისცემას, მეტ სითბოსა და ყურადღებას იღებენ, მათი ცხოვრებაც მეტად მრავალფეროვანია.

* თავისუფალი ხართ ისეთი გლობალური ოჯახური ჯესტ-მოვალეობებისგან, როგორიცაა პანაშვიდებზე სიარული, ავადმყოფებისა და ახალშობილების მონახულება-დასაჩუქრება. რა თქმა უნდა, როცა საქმე შორეულ ნათესავებს ეხება, ვისთანაც მხოლოდ მოვალეობა გვიხმობს ხოლმე. თქვენს მაგივრად ამ ვალდებულებებს დედამთილ-მამათილი ასრულებენ.

* საკმაო სასაუბრო თემა გექნებათ, როცა დაქალებს შეხვდებით და "ენის მოფხანა" მოგინდებათ.

მინუსები:

* ყველაზე დიდი მინუსია, თუ არ გაგიმართლათ და ავი, ჭორიკანა ან მეტისმეტად ძალაუფლების მოყვარული დედამთილი შეგხვდათ, ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად ცხოვრება და ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება.

* დიდი შანსია, ვერასდროს გახდეთ ოჯახის ნამდვილი დიასახლისი და ყოველთვის მეორე პლანზე იყოთ;

* ნებისმიერი კერძის გამზადება, სარეცხის დარეცხვა, ბავშვის მოვლა და ა.შ., შედგება დედამთილის მითითებების (მინიმუმ) თანხლებით, რომ იქნებ სხვაგვარად ჯობდა, ან რომ მის დროს სხვანაირად აკეთებდნენ; ან რომ ის აი, ასეთი დედა იყო და ასე ზრდიდა შვილს, და ა.შ.

* ქმარი ვერასდროს გამოვა ბავშვობის ასაკიდან, ვერ იგრძნობს პასუხისმგებლობას და მშობლების მფარველობის ქვეშ სრულყოფილ მამაკაცად ვერ გადაიქცევა – ყოველთვის ექნება იმედი, რომ თუ თვითონ არა, დედ-მამა მაინც მოაგვარებენ ყველაფერს;

* სადმე წასვლა-წამოსვლა და რაიმე გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად – სავარაუდოდ, ყველაფერი ოჯახის დანარჩენ წევრებთან უნდა "გაიაროთ".

* ბავშვები გატუტუცდებიან, რადგან როცა დედა გაუბრაზდება, იოლად მოძებნიან მყუდრო ადგილს და ხსნას ბებია-ბაბუასთან.
ქმარს ვერ მოეფერები და ვერც ეჩხუბები "შენ გემოზე", დამსწრეების გარეშე. რომ აღარაფერი ვთქვათ გახსნილ და თამამ ინტიმურ ურთიერთობებზე, რასაც, როგორც წესი, მამაკაცები ქალებისგან მოითხოვენ ხოლმე.

* ხანდახან ძალიან გინდათ, რომ იყოთ მარტო, თქვენთვის, თქვენ გემოზე... და ეს არაფრით არ გამოგივათ...

* სავსებით შესაძლებელია, თქვენზე ხანდახან არც ისე კარგად იჭორაონ მეზობელ-ნაცნობ-ნათესავებში.

* ოჯახის ყველა წევრის სტუმარის თქვენი სტუმარია, მიუხედავად იმისა, რომ წესიარად არც იცნობთ და არც ელოდებით.

როცა ცალკე ცხოვრობ... გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 14 /
ნია
ძალიან კარგი დედამთილი მყავს უკვე 25 წელია ეღად ვცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ და არცერთხელ არ გვიკამათია, შვილებიც გადასარევად დამაზრდევინა, წასვლა მოსვლა დროსტარებაზე არანაირი პრობლემა არ გვქონია მე და ჩემს მეუღლეს, ასე რომ ნუ შეხედავთ დედამთილს ურჩხულივით და ყველაფერი კარგად იქნება
21:43 / 21-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
უნდა იცხოვრონ ახლოს და ცალ-ცალკე, საუკეთესო ვარიანტია
21:45 / 20-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93