ეს პოსტი ცნობილ ჟურნალისტსა და მწერალს, ეკა ტოგონიძეს ეკუთვნის. ემოციური სიტყვები მან გარდაცვლილ დედამთილს მიუძღვნა.
რძალ-დედამთილის ეს თბილი ურთიერთობა და დამოკიდებულება მართლაც შთამბეჭდავი და სამაგალითოც კია. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"რა დაშაქრული ამინდია... ყველაზე ტკბილი შემოდგომა, ყოველთვის ყველაზე მეტად რომ მიყვარდა.
- ეკას დედამთილი გარდაეცვალა, - ასე ეტყვიან ნაცნობ-მეგობრები ერთმანეთს და ეს სიტყვები ახლოსაც არ იქნება იმასთან, რასაც ახლა განვიცდი. ან რა არის უფრო ზუსტი - მეგობარი, უახლოესი ადამიანი, მშობელი?.. ფბ-ზე თითქმის არასდროს ვფენ ძალიან პირადს და სოციალური ქსელის ნეკროლოგიური ჟანრიც ყოველთვის უხერხულობას იწვევდა ჩემში, მაგრამ ახლა იმ უამრავი სათქმელიდან, რაც თავში მიტრიალებს, მცირედს ვიტყვი.
ჩვენი გამომშვიდობება უნებურად მაინც შედგა. მიუხედავად იმისა, რომ კიბოსთან ბრძოლა წამით არ შეგვიწყვეტია და მის გარდაცვალებაზე ფიქრიც არ დამიშვია არც ერთი წუთით... მაინც იყო მომენტი, როცა უკვე გამოუვალი მდგომარეობის გამო საავადმყოფოსკენ დავიძარით. თამრო დეიდების დახმარებით ძლივს ჩამოვიყვანეთ პირველ სართულზე და სადარბაზოში აღმოვაჩინეთ, რომ მანქანა ჯერ არ იყო მოსული. მაშინ ძალიან გავბრაზდი, რადგან თამრიკოს დგომა აღარ შეეძლო და ტყუილად ვაწვალეთ დაბნეული, არაორგანიზებული საქციელის გამო. სკამი სასწრაფოდ ვთხოვე მეზობელს და იქვე, სადარბაზოში ჩამოვსვით. ახლა რა ძვირფასია ის ლოდინის წუთები ჩემთვის, იძულებითი პაუზა, დასასრულის წინა მშვიდი სიჩუმე, გარინდება. თამრიკოს ჩემი ხელები ეჭირა და მეფერებოდა, მეფერებოდა ,როგორც ყოველთვის ან უფრო მეტად, რადგან ადამიანის რაღაც ნაწილი, თუნდაც ძალიან მცირე და ცნობიერების ყველაზე ღრმა კუნჭულში შემალული, მაინც გრძნობს დასასრულს. მაშინ ვფიქრობდი, რომ თამრიკოსთვის შემეძლო ჩემი სიცოცხლის წლები მიმეცა, ოღონდ ეცოცხლა, მაგრამ არ ვთქვი. ზედმეტ სენტიმენტებს მოვერიდე. თანაც ასეთი რამ ყოველთვის დაუჯერებელია და მეც არ მინდოდა ჩემი ყველაზე გულწრფელი სურვილი გახმოვანებით გამეფუჭებინა და გამეუფასურებინა. მერე ღამით, როცა უკვე საავადმყოფოში დავტოვეთ, მაინც მივწერე. დაიჯერა.
იხილეთ სრულად...