ქორწინება - მხოლოდ რომანტიკა, უზრუნველად ცხოვრება და საყიდლებზე ერთად სიარული არაა. ის უფრო მეტი პასუხისმგებლობაა და თუ დაქორწინებას ფიქრობ, უმჯობესია, წინასწარ იყო ინფორმირებული.
ქორწინება - ოფიციალური ხელშეკრულებაა
რომანტიკისა და სიყვარულის შემდეგ დგება იურიდიული დოკუმენტის გაფორმების დრო. ეს ადამიანი მიიღებს შენს მემკვიდრეობას, თუ სასუფეველში მასზე ადრე მოხვდები; შენი ინტერესების დამცველი იქნება, თუ თავად ვერ შეძლებ ამას. განქორწინების შემდეგ შვილებზე ისეთივე უფლება ექნება, როგორც შენ. თუ დაშორება მოუნდა, ამას ოფიციალურად, სასამართლოში განაცხადებს. "ურთიერთობა - ეს წყვილის ერთმანეთთან კავშირია; ქორწინება - კავშირი თქვენსა და სახელმწიფოს შორის".
არ იკითხოთ "რატომ"?
რა საშინელებაც არ უნდა დაგემართოს, არ იკითხო "რატომ"? პასუხს მაინც ვერ მიიღებ, ნერვებს კი მოიშლი. უმჯობესია, იფიქრო, როგორ მოიქცე.
კამათში გამარჯვებული არ არსებობს
არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა მართალი, შენ თუ შენი მეუღლე. როგორც კი ყვირილზე გადახვალთ, ორივე დამნაშავე ხართ.
არ შეიცვლება
თუ გგონია, რომ ქორწინების შემდეგ მამაკაცი ისეთი გახდება, როგორზეც ოცნებობდი, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ასე არ მოხდება. შეიძლება ქორწინებამ მისი უარყოფითი თვისებები უნდა გამოავლინოს.
ქორწინება არ უნდა გაგრძელდეს მუდმივად
საზოგადოება, რელიგია და კულტურა მოგვიწოდებს მოვითმინოთ, მაგრამ ბევრს არ ჰყოფნის მოთმინება. მართალია, მიგაჩნია, რომ უსიამოვნება დროებითია, ცდილობ, ქორწინება ნებისმიერი საშუალებით (დამცირების ხარჯზეც კი) შეინარჩუნო, მაგრამ...
დაიძინო გაღიზიანებულმა - ეს ნორმალურია
ერთმანეთზე განაწყენებულმა ადამიანებმა უმჯობესია, გაანებონ თავი მეუღლეს, უფრო უკეთესია, გამოიძინონ. დილით შეიძლება არაც გაგახსენდეთ კონფლიქტის მიზეზი.
გაბრაზება - შიშის დამარცხებაა
თუ გრძნობ, რომ გაბრაზდი, ჰკითხე საკუთარ თავს, "რა მაბრაზებს?", "რისი მეშინია?"
ნუ ენდობი მამაკაცის შენეულ შეფასებას
თუ გგონია, რომ ლამაზი, ჭკვიანი, მომხიბვლელი და მხიარული ხარ, - ასე მარტო შენ ფიქრობ. როცა მამაკაცი სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებს, საკუთარ თავზე წარმოდგენა კიდევ უფრო გიმაღლდება, მაგრამ როგორც კი ქმარს შენ მიმართ გრძნობა გაუქრება, შენი თვითშეფასება ბროლის სასახლესავით დაიმსხვრევა.
შვილები შეგცვლიან
შენც, შენს ქმარსაც და ყველაფერს, რაც თქვენ შორისაა. ბავშვი ის არსებაა, რომელიც თქვენს მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ბავშვის დაბადებას შეუძლია ახალშექმნილი ოჯახი ან გაამყაროს, ან წლობით ნაშენები ბედნიერება დაანგრიოს. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
თუ შენი ქმარი სიმსივნით დაავადდება, მიატოვებ?
თუ უარყოფითი პასუხი გაქვს, კარგია, მაგრამ თუ დაფიქრდი, ე.ი. არ ხარ საკუთარ გრძნობაში, თავში დარწმუნებული. ცუდი ადამიანი არ ხარ, უბრალოდ, ქმართან იმ დრომდე გსურს ყოფნა, სანამ ის კარგად იქნება, სანამ შეეძლება შენი შენახვა, შენი სურვილების ასრულება.