ოჯახი

20 წესი ოცნების მამაკაცის ხელში ჩასაგდებად

20 წესი ოცნების მამაკაცის ხელში ჩასაგდებად
ამერიკელმა მწერლებმა ელენ ფეინმა და შერი შნაიდრმა დაწერეს წიგნი-ბესტსელერი "ოცნების მამაკაცის გულის მოგების წესები". მათი რჩევების წყალობით, კეიტ მიდლტონი პრინც უილიამს გაჰყვა ცოლად, ბლეიკ ლავინი კი - ჰოლივუდის ვარსკვლავს.
მამაკაცებს უყვართ სირთულეები და ინტერესს კარგავენ ადვილად დასაპყრობი ქალების მიმართ. ელენი და შერი გვირჩევენ, გარშემო შევიქმნათ საიდუმლოების ატმოსფერო, რათა მამაკაცს ჩვენთან შეხვედრის სურვილი მუდმივად ჰქონდეს. თუმცა, იმასაც გვირჩევენ, არ ვეცადოთ ოცნების მამაკაცის შეცვლა დაქორწინებამდე, მხოლოდ ქორწილის შემდეგ.

  1. ნუ დაემსგავსებით გარშემო არსებულ გოგონებს, იყავით განსხვავებული.
  2. ნუ დაელაპარაკებით
    მამაკაცს პირველი. ნუ დაურეკავთ და მისწერთ პირველი.
  3. ნუ დაუნიშნავთ პაემანს მესიჯით, სოციალური ქსელით.
  4. დაიცადეთ მინიმუმ 4 საათი, სანამ მის პირველ შეტყობინებას უპასუხებთ და მინიმუმ ნახევარი საათი, სანამ მის მომდევნო შეტყობინებებს უპასუხებდეთ.
  5. მერე ვილაპარაკოთ/მოგწერ - ყოველთვის დაასრულეთ საუბარი პირველმა და ამ ფრაზებით.
  6. არ უპასუხოთ შუაღამის შემდეგ მოსულ შეტყობინებებს/ზარებს.
  7. თუ ოთხშაბათს შაბათის პაემანზე გითანხმდებათ, უარი უთხარით. თქვენ უნდა "გქონდეთ" უქმეების გეგმა. თუმცა, კი ნუ წაეჩხუბებით, უთხარით, რომ გწყინთ, ასე რომ გამოვიდა და პაემანზე ცოტა ადრე უნდა გთხოვოთ.
  8. შორს იყავით მისი სოციალური ქსელის პროფილიდან და იშვიათად წერეთ მის "კედელზე".
  9. მომენტალურად ნუ უპასუხებთ შეტყობინებებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება, აუცილებელი არაა, ამის შესახებ თქვენი ოცნების მამაკაცმა იცოდეს. იმისათვის, რომ ინტერესი გაუღვიძოთ, ის უნდა ელოდეს თქვენთან საუბარს/მიმოწერას. ნუ გაუბამთ საათობით ნურც მიმოწერას, ნურც საუბარს. თქვენ დაკავებული ხართ (სწავლობთ, მუშაობთ, მეგობრებს ხვდებით, ჰობით ხართ დაკავებული, ვარჯიშობთ, კურსებზე და ვიმედოვნებთ, პაემნებზეც დადიხართ). ლაქლაქისთვის კი 10 წუთზე მეტს ნუ დახარჯავთ. თუ რაიმეს თქმა სურს, პაემანი დაგინიშნოთ.
  10. ნუ გაატარებთ მის გვერდით 24 საათს კვირაში 7 დღე.
  11. ისე მოიქეცით, რომ ხშირად მოუნდეს თქვენი ნახვა. თუ მისგან შორს ხართ, - ვიდეოჩატი.
  12. ნუ მისწერთ მამაკაცს პირველი. დააინტრიგეთ "სმაილიკებით".
  13. ნუ შესთავაზებთ ვახშმის დანახარჯის გაყოფას, ნუ დახარჯავთ ფულს სიყვარულის საყიდლად.
  14. ნუ დაუშვებთ თვითდამანგრეველ შეცდომებს, ნუ გააბამთ ფლირტს დაქორწინებულ მამაკაცთან. თუ თქვენი ნახვა მოუნდება, განქორწინების შემდეგ დაგირეკოთ. საკუთარ თავს უთხარით "შემდეგი" და დაელოდეთ თქვენ ცხოვრებაში ახალი, თავისუფალი მამაკაცის გამოჩენას.
  15. ნუ შეხვდებით მამაკაცს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით პაემანი გადაგიდოთ.
  16. ნუ აჩუქებთ/გაუგზავნით ისეთ რამეს, რაც განშორების შემდეგ თქვენზე უარყოფით ემოციებს აღუძრავს.
  17. ნუ დათანხმდებით ერთი ღამით სექსს და უაზრო კავშირს.
  18. ნუ მოსთხოვთ სექსს თქვენთან. თუ მისი ხელში ჩაგდება გსურთ, სექსი მაქსიმალურად უნდა გადადოთ. რაც უფრო გადაიწევს ინტიმის დრო, მით მეტ მზრუნველობას გამოიჩენს თქვენ მიმართ, იქნება რომანტიკული შეხვედრები და ოცნება თქვენზე. მამაკაცებს უყვართ სირთულეები და არ აფასებენ იმას, რასაც ადვილად მოიპოვებენ. იგივე ეხება სექსსაც.
  19. აიძულეთ დაქორწინება! თუ თქვენი ურთიერთობა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ამასობაში კი უფლება მიეცით, თქვენთვის კუდში ედევნა, კვირაში 2-3-ჯერზე მეტად არ ხვდებოდით, უარი უთხარით მასთან ერთად გაგეტარებინათ შვებულება, გადასულიყავით მასთან საცხოვრებლად. ამით დაეხმარეთ, მეტად შეყვარებოდით და თქვენი ცოლად მოყვანა აფიქრებინეთ. თუ 1 წლის ურთიერთობის შემდეგ მამაკაცმა დაქორწინება არ შემოგთავაზათ, უთხარით, რომ ძველმოდური გოგონა ხართ და მასთან მუდმივად შეხვედრას არ აპირებთ. თუ თავის მართლებას დაიწყებს, ურთიერთობაში პაუზის დრო დამდგარა. უთხარით, რომ მოსაფიქრებლად დროს აძლევთ, მაშინ დაგირეკოთ, როცა მზად იქნება სერიოზული ურთიერთობისთვის.
  20. შეწყვიტეთ მასთან შეხვედრა, თუ დაბადების დღეზე ან ვალენტინობაზე არ მოგართვათ რომანტიკული საჩუქარი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
აზა
ამ წესების მიხედვით ახლა ოჯახი არუნდა მქონდეს,არადა უბედნიერესი ვარ.ნუ მე ბოლო პუნქტს ვგულისხმობ....და საერთოდ რა საჭიროა თამაში ვინმეს ხელში ჩასაგდებათ როცა შეგიძლია უპირობოდ შეიყვარო....თუ უყვარხარ მოგიკითხავს,დროსაც დაგითმობს და დაგასაჩუქრებს კიდეც....საჩუქარი კიდევ ფინანსებზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურია.ასე რომ გიყვარდეთ მთელი გულით
02:34 / 12-02-2020
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ვაიიი, ნეტა ვინ ხარ ამას რომ წერრ?:D
20:26 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93