"მე და ირინა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთმანეთს აზრს ყოველთვის ვეკითხებით", - ამბობს მსახიობი დავით ველიჯანაშვილი
და იმ პერიოდს იხსენებს, როცა მისმა მეუღლემ (პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე) პოლიტიკაში წასვლის შეთავაზება მიიღო. რა არის სიყვარული, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, რა თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, როდის უჭირს ემოციების მართვა და რა შემთხვევაში შეუძლია პატიება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1975 წლის 30 ნოემბერი. საბუთებში 3 დეკემბერი მიწერია, მაგრამ დაბადების დღეს ყოველთვის 30 ნოემბერს აღვნიშნავ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ღრმა ბავშვობაში მეხანძრეობა და კოსმონავტობა მინდოდა. მშობლები ექიმობას მიპირებდნენ. გავიარე ის ეტაპი, როცა არ ვიცოდი, ვინ მინდოდა, გამოვსულიყავი. მე-10 კლასში რომ გახლდით, ექიმობა გადავიფიქრე და მერე უნივერსიტეტში ეკონომიკურზე ჩავაბარე. რადგან სკოლაში 5 წლისა შემიყვანეს, სტუდენტი 16 წლის ასაკში გავხდი. 18-19 წლისას გამიჩნდა შეგრძნება, რომ ჩემი ინტერესებისგან სრულიად განსხვავებულ სფეროში ვიყავი. მშობლების ხათრით, უნივერსიტეტი მაინც დავამთავრე, თან, პროფესიის შეცვლაზეც ვფიქრობდი. მსახიობის პროფესია უკვე გააზრებულ ასაკში ავირჩიე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...კომფორტული, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანიაო. ყველაზე ხშირად სიტყვა "კომფორტული" მესმის.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს მეუღლე და 2 შვილი, სამივე ძალიან მიყვარს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ემოციების კონტროლი შემიძლია. ვფიქრობ, ადამიანებს ჩემთან ურთიერთობისას კომფორტულობის შეგრძნება სწორედ ამ თვისების გამო უჩნდებათ. მე ვაკონტროლებ ემოციებს და ვითვალისწინებ, რომ მარტო არ ვარ.
- ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, როცა...
- ...ცოტა ალკოჰოლს ვიღებ, უფრო ზუსტად, ამ დროს აჟიტირებული ვხდები, შედარებით მაღალი ხმით ვლაპარაკობ და ემოციებსაც უფრო მეტად გამოვხატავ. გაგრძელება