საქართველოში ნაადრევი ქორწინება ძალიანი აქტუალური პრობლემაა. ეს ხშირად ხდება ოჯახების დანგრევის მიზეზი.
თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს, ნაადრევად შეუღლებული წყვილები ახალგაზრდა მშობლები ხდებიან და ზოგ შემთხვევაში, შვილი ახალგაზრდა მშობელს არათუ ხელს უშლის განვითარებაში, არამედ სტიმულს აძლევს. ამის თვალსაჩინო მაგალითები არიან ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც ისევე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, როგორც მათი შვილები.
როცა ცნობილი პოეტი ნიკო გომელაური და ეკა ნიჟარაძე დაქორწინდნენ, ეკა 19 წლის იყო. 20 წლის ასაკში ის ტასოს დედა, 2013 წელს კი, თინათინის ბებია გახდა. ბებიობის მიუხედავად, მსახიობი ძალიან ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურება, ის და ტასო დებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს.
თამთა გოდუაძე დიდი ხანია ბერძნული შოუბიზნესის ვარსკვლავია. ის უკვე რამდენიმე წელია ქართველმა მაყურებელმაც გაიცნო და შეიყვარა. თამთა საოცრად მომხიბვლელი და მოდურია. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამ შესანიშნავ ახალგაზრდას 21 წლის მიმზიდველი ქალიშვილი ჰყავს. თამთა 14 წლის იყო, როცა ანი ხაჭვანი შეეძინა.
ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საქართველოს პრეზიდენტთან მეორე ქორწინებაშია. მას ყოფილი მეუღლისგან ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს, მაშო. დედა-შვილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ამის მიუხედავად, რთული სათქმელია, რომ დედა-შვილი არიან. გაგრძელება