„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ მსოფლიოში ძალიან პოპულარული სერიალია.
ეს არის დრამა - შავი იუმორით, რომელშიც ჩანს, რომ დიასახლისების საიდუმლო ცხოვრება ყოველთვის არ არის ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს.
მეგობრებისა და ოჯახის შემხედვარე, მერი ელის იანგი (ბრენდა სტრონგი) ხვდება, რომ ეს არ არის მისი ცხოვრების გზა, ეს არის გზა - სიკვდილისკენ. ერთ დღესაც, მის სრულყოფილ სახლში, რომელიც ულამაზეს შემოგარენში მდებარეობს, მერი ელისი ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს...
მისი მეგობრების მცირე წრეს უჩნდება კითხვა, რატომ ჩაიდინა ერთ-ერთმა მათგანმა ასეთი ბინძური საქციელი.
ესენი არიან: სუზენ მეიერი (ტერი ჰეტჩერი), განქორწინებული და მარტოხელა დედა, რომელიც მზადაა ექსტრაორდინარული სიყვარულისთვის; ლინეტ სკავო (ფელისიტი ჰაფფმენი) - ყოფილი ქალი-კარიერისტი, რომელიც მოსაცდელ დარბაზებში მოწყენის გამო ვაჭრობდა; ოთხი დაუმორჩილებელი შვილის დედა, ბრი ვან დე კამპი (მარსია კროსი), ვისი ოჯახიც „აჯანყების“ ზღვარზეა და გაბრიელა სოლისი (ევა ლონგორია), ექსმოდელი, რომელსაც აქვს დიდი სახლი, ჰყავს მდიდარი ქმარი და 17 წლის საყვარელი - მებაღე ჯონი (ჯეს მეტკელფი).
კიდევ: ახალი მეზობელი, მაიკ დელფინო (ჯეიმს დენტონი), ქვრივი სანტექნიკოსი, რომელიც სუზენის და ედის ყურადღების ცენტრშია; რექს ვან დე კამპი (სტივენ კალი) - ბრის ქმარი, რომელმაც მას უთხრა, რომ განქორწინება სურს; გაბრიელას მეორე ნახევარი - კარლოსი (რიკარდო ანტონიო ჩავირა), რომელმაც ცოლს 15000$-ის ღირებულების ყელსაბამი უყიდა იმისთვის, რომ მან გააკეთოს ის, რასაც უბრძანებს; რაც შეეხება მერი ელისის ახლად დაქვრივებულ ქმარს - პოლს (მარკ მოსესი), უნდა არსებობდეს მიზეზი, თუ რატომ იქცევა ის ასე საეჭვოდ და რატომ თხრის აუზს შუაღამისას!
ახლა მერი ელისი გეგმავს გაიზიაროს ყველა ის „გემრიელი“ საიდუმლოება, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ამერიკულ გარეუბანში მცხოვრები მისი მეზობლების კარებს მიღმა იმალება.
საინტერესო ფაქტები სერიალზე
1. სერიალის პირველი ვერსია არ მოეწონათ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა - Lifetime და HBO. ამიტომ მისი ხელახლა დაწერა გახდა საჭირო. ABC-მ გამოთქვა ინტერესი სერიალის მიმართ, მის დრამატულ ფონსა და მსუბუქ შავ იუმორზე.
2. სერიალის სცენარისტის - მარკ ჩერის თქმით, პირველი სერიის იდეა დედასთან საუბრის შემდეგ მოუვიდა, რომელმაც უთხრა, რომ უქმროდ შვილების გაზრდამ ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა.
3. ოპრა უინფრი სერიალის იმდენად დიდი გულშემატკივარია, რომ ის პერსონალურად მიიწვიეს გადასაღებ მოედანზე. ის 15-წუთიან ეპიზოდშიც გადაიღეს, რომელშიც ოპრას გმირი ვისტერია-ლეინის მცხოვრებლების ყველა საიდუმლოს გაიგებს.
4. ტელესერიალში ყველაზე წარმატებულ როლად რეჟისორი ბრი ვან დე კამპის როლს მიიჩნევს, რადგან ქასთინგზე შვიდმა პოპულარულმა მსახიობმა სცადა ბედი: კიმ კეტროლი, როზანა არკეტი, ჰელენ ჰანტი, სინდი მარგულისი, კრისტინ დევისი, კეტი საგალი და ნიკოლეტ შერიდანი.
5. სუზენ მეიერის როლზე თავდაპირველად მიწვეული იყო „მეგობრების“ ვარსკვლავი, კორტნი კოკს-არკეტი, თუმცაღა, მას ორსულობის გამო უარის თქმა მოუწია.
6. ბრი ეუბნება ენდრიუს: „მე შენ მაშინაც მეყვარებოდი, მკვლელი რომ ყოფილიყავი“. იგივე სიტყვები უთხრა შვილს - მარკ ჩერის (სერიალის სცენარისტს) დედამ, როდესაც ის თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში გამოუტყდა.
7. სცენარის მიხედვით, ბრი ვან დე კამპის შვილი ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის გამო უნდა გარდაცვლილიყო. ეს იდეა ავტორებმა ქვენთინ ტარანტინოსგან „ისესხეს“.
8. სცენარისტმა მარკ ჩერიმ, ქასთინგის დაწყებამდე, რეჟისორს მთავარ როლებში სათამაშოდ „სექსი დიდ ქალაქში“-ს მთავარი გმირების აყვანა შესთავაზა: სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი, კრისტინ დევისი და კიმ კეტროლი.
9. იდა ბრიტის როლზე მოწვეული იყო ჟურნალ «Playboy»-ს ლეგენდა - პამელა ანდერსონი.
10. სატელევიზიო დრამის, „სასოწარკვეთილი დიასახლისების" დებიუტი წარმოუდგენელი წარმატებით შედგა არხზე - ABC.
სერიალის ნახვა ქართველ მაყურებელს შეუძლია ტელეარხ GDS-ზე. ჩაუჯექი ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 საათზე.
და რა თქმა უნდა, ქართული გახმოვანებით.