ნებისმიერი წყვილის ურთიერთობა, ასტროლოგიური კუთხით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ შეგვიძლია საინტერესო ფაზლის აწყობას შევადაროთ.
აუცილებელია, ყველა დეტალი და გამოსახულება ზუსტად მოერგოს საერთო კონსტრუქციას და ძირითად კომპოზიციას... თუ ასე ვერ ხერხდება, იწყება დაუსრულებელი დავა-კამათი, ურთიერთბრალდებები და ჩხუბი. ამ დროს კი, შესაძლოა, არც ერთი მხარე არ ტყუოდეს... უბრალოდ, ისინი სულ სხვა "ფაზლის" გმირები არიან. ესაა და ეს.
სწორედ ამიტომ აუცილებელია მინიმუმ იმის ცოდნა მაინც, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნება თქვენი მეუღლე, საიმისოდ, რომ მის ხასიათში არსებულ ნიუანსებს მარტივად აუწყოთ ფეხი. ასტროლოგიურად არსებობს ოთხი სტიქია. თითოეულ სტიქიაში ერთიანდება ზოდიაქოს სამი ნიშანი. ამასთან ერთად, არსებობენ ე.წ. მონათესავე და ნაკლებად თავსებადი სტიქიებიც. ამიტომ მონათესავე სტიქიის ხალხი, მაგ: მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) და წყლის (მორიელი, კირჩხიბი, თევზები) ნიშნები უკეთ უგებენ ერთმანეთს. ამგვარ წყვილში საკვანძო ურთიერთგადაკვეთის წერტილი არის ის, რომ ნებისმიერი მათგანი ორიენტირებულია კომფორტზე, სიმყუდროვეზე, ოჯახურ ფასეულობებზე. მათ უმეტესობას გაცილებით უფრო "პრივატული" კავშირი სჭირდება. შესაბამისად, კარგი ოჯახის შექმნის შანსიც დიდია. რაც შეეხებათ ცეცხლებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) და ჰაერებს (ტყუპი, სასწორი, მერწყული), მათ შორის ხშირია თავბრუდამხვევი და ხმაურიანი რომანები. თუმცა, ასევე ხშირია განქორწინება ან პერიოდული კრიზისის შემდეგ ამაღელვებელი შერიგებები. ასეთ ხალხს ცხოვრება არ შეუძლია ხმაურისა და აქტიურობის გარეშე. შესაბამისად, მათი ოჯახები არცთუ მყარია. თუმცა, ერთად ცხოვრებისას ისინი არასოდეს იწყენენ. გაგრძელება