ორსულობას ცვლილებები არა მარტო მომავალი დედისთვის მოაქვს, არამედ მომავალი მამისთვისაც. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ დროს მამაკაცები?
1. მე მამა გავხდები!
...ბევრი ძახილის ნიშნით. იმის გაგება, რომ მშობელი გახდები, ძალიან სასიხარულოა. თითქოს უფრო მაღლდები, სხვებთან შედარებით. თავიდან პანიკა გიპყრობს, შემდეგ ეიფორია ისევ ბრუნდება. მერე ისევ პანიკა, მერე ყველაფერი ერთმანეთში ირევა...
2. ახლა უკვე სხვა ადამიანზე ვარ პასუხისმგებელი
ეს აფხიზლებს! ეს არ ჰგავს დისშვილთან ერთად გატარებულ საღამოებს. არავინ წაიყვანს ბავშვს დილაობით. შენ აღარ მოგიწევს უბრალოდ თვალყურის დევნება. საჭიროა აღზრდა, კონტაქტი, მოვლა და ა.შ.
3. ალბათ, ვიმხიარულებთ
ბევრ მშობელს უთქვამს, რომ ბავშვის გაზრდა ძალიან ძნელია ემოციურადაც და ფიზიკურადაც. შენ მაინც არ გჯერა ბოლომდე და ფიქრობ, რომ მაინც არ შეწყვეტ მეგობრებთან შეხვედრას და ჰობისაც დაუთმობ დროს.
4. როგორ უთხრა ნაცნობებს?
ორსულობის ფაქტის მოყოლაზე არ არის ეტიკეტის ნორმები. უნდა შეატყობინო თუ არა ყველას პირადად? სოციალურ ქსელში დაწერო?
5. მშობლების შემთხვევაში როგორ იყო?
იხსენებ, რამდენი წლისანი იყვნენ, როდის გაჩნდი შენ და ფიქრობ, როგორ მიიღეს მათ ეს ამბავი.
6. რამე რომ დაემართოს მას?
ამ ”არსებაზე” ნერვიულობას მის გაჩენამდე იწყებ.
7. უცნაური რომ იყოს?
ცუდი ადამიანი რომ დადგეს? რა უნდა ვქნა?
იხილეთ ასევე: რომელი ცრურწმენებისა და მითების არ უნდა სჯეროდეთ ორსულებს?