ვიქტორია და დევიდ ბექჰემები იდეალური ოჯახის მაგალითი გახლავთ.
17 წლის მანძილზე თავბრუდამხვევი კარიერისა და ბრიტანეთის მთავარი წყვილის სტატუსის ტარების გარდა, წყვილი შესანიშნავ ოთხ შვილს ზრდის. ცნობილია, რომ მეუღლეები გოგონას შეძენაზე დიდხანს ოცნებობდნენ, თუმცა დევიდის ოცნება მხოლოდ მეოთხე ჯერზე ახდა და ვიქტორიამ მას საოცნებო გოგონა აჩუქა.
დევიდ ბექჰემისა და ჰარპერის ურთიერთობაზე კი ლეგენდები დადის.
2 მაისს ინგლისელ ფეხბურთელს 42 წელი შეუსრულდა და ერთ-ერთი პირველი მილოცვა სწორედ ვიქტორიასა და ჰარპერისგან მიიღო.
„გილოცავ, მამიკო! ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ“ - წერს ვარსკვლავი გამოქვეყნებულ ფოტოზე. იხილეთ ფოტოები