არაფერია პირველი კოცნის გამოცდილებაზე საშინელი. ეს მშფოთვარე გრძნობა, როცა წარმოდგენაც არ გაქვს, რა უნდა აკეთო...
აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ 1942 წელს თავდაუჯერებელ შეყვარებულებს ინსტრუქციები ეხმარებოდა, რომლებიც ასწავლიდა, თუ როგორ უნდა აკოცონ სწორად.
ჟურნალ LIFE-ში გამოქვეყნებული ეს ინსტრუქცია, პირველ რიგში, მსახიობებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლოთ მისი გამოყენება. როგორ უნდა ვაკოცოთ სავარძელში? როგორ შევარჩიოთ სწორი დისტანცია? - ისწავლეთ!
არასწორია: ასეთ შორ მანძილზე ერთმანეთთან ყოფნა. ამგვარად არასრულწლოვნების წყვილს ემსგავსებით.
სწორია: მამაკაცი და ქალი ახლოს უნდა იდგნენ ერთმანეთთან. ამასთან, ძალიანაც არ უნდა ჩაეჭიდონ ერთმანეთს.
არასწორია: სავარძელზე ჩამომჯდარი გოგონას მოუხერხებელი პოზა.
სწორია: გოგონა სავარძლის სახელურის კუთხეში უნდა იჯდეს, მამაკაცმა კი თავდაჯერებულად უნდა დაიკავოს იგი.
იხილეთ ასევე: როგორ შევინარჩუნოთ ქმარი: რჩევები ძველისძველი - ქალების ჟურნალებიდან